ბრძამი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბრძამი (Calamagrostis) — მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარე მარცვლოვანთა ოჯახის ქასრას გვარისა. აქვს 60-125 სმ სიმაღლის ღერო და მრავალთავთუხიანი საგველა ყვავილედი. გავრცელებულია ტყეებში და მდელოებზე. მთის შუა სარტყლიდან ალპურ სარტყლამდე. საქართველოს მთიან რაიონებში თითქმის ყველგან გვხვდება. განსაკუთრებით დამახასიათებელია სუბალპური სარტყლისთვის. ქმნის გარკვეულ ფორმაციას - ბრძამიანებს. ბრძამი კარგად ამაგრებს ღორღიანებსა და ნაშალებს. მაღალმოსავლიანია, თუმცა ცხოველთა საკვებად ხეშეში მიწისზედა ნაწილების გამო ნაკლებყუათიანია.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ნახუცრიშვილი შ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 542, თბ., 1977 წელი.