ბრინჯაოსნები

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბრინჯაოსნები
ბრინჯაოსნები
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
კლასი: მწერები
ქვეოჯახი: ფირფიტულვაშა ხოჭოსებრნი
ლათინური სახელი
Cetoniinae
დაცვის სტატუსი

ბრინჯაოსნები (Cetoniinae) — მწერების ქვეოჯახი ფირფიტულვაშა ხოჭოსებრთა ოჯახისა. ბრინჯაოსნების ზედა ფრთები გვერდებზე ამოკვეთილია, რაც ხოჭოს დაკეცილი ზედა ფრთებით ფრენის საშუალებას აძლევს. სხეულის სიგრძე 5 მმ აღწევს. ბრინჯაოსნებს კაშკაშა შეფერილობა აქვთ და ლითონისებური ბზინვარება დაჰკრავთ. ქვეოჯახში 2600-ზე მეტი სახეობაა, რომელთა უმრავლესობა ტროპიკებშია გავრცელებული. ოქროსფერი ბრინჯაოსნის (Cetonia aurata) მატლები ფოთლოვანთა დამპალ კუნძებსა და ფუღუროებში ვითარდებიან; სპილენძისფერი ბრინჯაოსნის (Potosia metallica) მატლები -ჭიანჭველების ბუდეებში; უნგრული ბრინჯაოსნისა (Potosia hungarica)— მღრღნელების სოროებში. ბრინჯაოსნების ზოგი ზრდასრული სახეობა აზიანებს კულტურულ მცენარეებს (ღრღნის ფოთლებს, ყვავილედებს, ნაყოფს); მატლები ზოგჯერ ძირს უღრღნიან მცენარეებს.

რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]

ლიტერატურა [რედაქტირება]