ბრატისლავის ტრანსპორტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Nový most ბრატისლავის ერთ-ერთი სიმბოლოა, რომელიც საკმაოდ გადატვირთულია ტრანსპორტით

ბრატისლავა არის მთელი სლოვაკეთის სატრანსპორტო ცენტრი მისი სატრანსპორტო კვანძით.

საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტი და ინტეგრირებული სატრანსპორტო სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაკავშირებული ინფორმაცია ასევე შეგიძლიათ იხილოთ სტატიებში: ბრატისლავის ტრამვაი, ბრატისლავის ტროლეიბუსი და ბრატისლავის ავტობუსი.

ტრამვაი Tatra T6A5 ჰურბანის მოედანზე
ტროლეიბუსი Škoda 14Tr ბრატისლავაში
ბრატისლავის ავტობუსი Solaris Urbino 15 CNG

ბრატისლავის საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტი ყველაზე დიდი საქალაქო ტრანსპორტის ქსელია სლოვაკეთში. იგი მოიცავს საქალაქო საზოგადოებრივი ტრანსპორტის სამ სახეობას: ტრამვაი, ტროლეიბუსი და ავტობუსი (მცირე დროით მასში შედიოდა ასევე ერთი სარკინიგზო ხაზი); ტრამვაის ხაზები წარმოადგენს სატრანსპორტო სისტემის ხერხემალს, რომელსაც ავსებს ტროლეიბუსი, ხოლო ავტობუსი ემსახურება გარეუბნებს და მოშორებულ დასახლებებს. პირველი ტრამვაის ხაზი გაიხსნა 1895 წელს.

მიუხედავად ამისა ტრამვაის გამტარუნარიანობა ბევრ ადგილზე არასაკმარისია; 1980-იანი წლების ბოლოს დაიწყო მეტროს ხაზის მშენებლობა პეტრჟალკიდან ქალაქის ცენტრამდე, რომელიც ხავერდოვანი რევოლუციის წინ (1989) შეწყდა და მას შემდეგ მშენებლობა აღარ განახლებულა. ბევრჯერ შეიცვალა ამ სარკინიგზო ხაზის კონცეფცია და 2013 წელს გადაწყდა რომ მეტროს ნაცვლად აქ აშენდებოდა ტრამვაის ხაზი, რომელიც 2016 წლის 8 ივნისს გაიხსნა.

მგზავრობის გადახდის სისტემა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბილეთების შეძენა შესაძლებელია გაჩერებებზე დამონტაჟებულ ავტომატებში, ჯიხურებში ან სატრანსპორტო გაერთიანების სალაროებში. შესაძლებელია გრძელვადიანი ბილეთების შეძენა. 2008 წლის 17 ნოემბრიდან შესაძლებელია მგზავრობის საფასურის გადახდა SMS-ის საშუალებით. 2009 წლის თებერვლიდან შესაძლებელია გრძელვადიანი ბილეთების ყიდვა ინტერნეტის საშუალებით. 2011 წლიდან გაუქმდა ბილეთების შეძენის საშუალება ცალკეულ სატრანსპორტო სარტყელებზე რითაც ასევე გაუქმდა სატრანსპორტო სარტყელები და შეიძლება მხოლოდ ერთი ტიპის ბილეთის ყიდვა, რომელიც მოქმედებს მთელ ქალაქში. ამასთანავე აღარაა საჭირო ღამის ტრანსპორტისთვის ცალკე ბილეთის ყიდვა.

საავტომობილო გზების ქსელი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ავტობანი D1 ბრატისლავაში

ბრატისლავამდე მიდის ოთხი ავტობანი: D1, D2 რომელიც აკავშირებს ჩეხურ ავტობან D2-ს და უნგრულ M15-ს, D4 რომელიც ავსტრიიდან მომავალ A6-ს D2-თან. ამ ცნობილ ავტობანებს ერთმანეთთან აკავშირებს ოთხზოლიანი ავტოსტრადა, რომელიც გადის ქალაქზე და გვერდს უვლის მის ცენტრს (პეტრჟალკისა და აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიის გავლით).

სარკინიგზო ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრატისლავა ცნობილია თავისი სარკინიგზო კვანძით, სამგზავრო მატარებლებისთვის მთავარი სადგურია ბრატისლავა ჰლავნა სტანიცა (Bratislava hlavná stanica), სატვირთო მატარებლებისთვის მახარისხებელი სადგური ბრატისლავა ვიიხოდ (Bratislava východ), ასევე არის შემდეგი სადგურები: ბრატისლავა-პეტრჟალკა, ბრატისლავა ნოვე-მესტო, ბრატისლავა-ვინოჰრადი და სხვა. რკინიგზის მთავარი მიმართულებები იმეორებს საავტომობილო ტრასების ძირითად მიმართულებებს; ძირითადი სარკინიგზო მიმართულებებია: ჩეხეთისკენ, სლოვაკეთის ცენტრალური რეგიონებისკენ, უნგრეთისკენ და ავსტრიისკენ.

საავიაციო ტრანსპორტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბრატისლავის აეროპორტის ახალი ტერმინალი

მთავარი და ერთადერთი საერთაშორისო სამგზავრო აეროპორტია მ. რ. შტეფანიკის სახელობის აეროპორტი, რომელიც ყველაზე დიდი აეროპორტია რესპუბლიკაში (მისი ფართობია 477 ჰა).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]