ბოტომი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
ბოტომი — კუნძულ საბას დედაქალაქი და უდიდესი ქალაქი, კარიბის ნიდერლანდში. კუნძულის 1424 მოსახლიდან ქალაქში დაახლოებით 500 ადამიანი ცხოვრობს.
ბოტომში მდებაეობს მთავრობის ოფისი, ჰოსპიტალი, მოხუცთა სახლი, სპორტული მოედნები, სამი ეკლესია, ბიბლიოთეკა, სხვა და სხვა მაღაზიები და საბას სამედიცინო უნივერსიტეტი.
ბოტომში ზაფხულის პერიოდში ტარდება საბას კარნავალი და საბას დღეები დეკემბერში.