ბორმანის აგარაკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბორმანის აგარაკი
Дача Бормана

ზედა ჭაობი პარკში
კოორდინატები 60°10′50″N 29°48′04″E / 60.180461° ჩ. გ. 29.801211° ა. გ. / 60.180461; 29.801211
მდებარეობა კომაროვო, რუსეთი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7801393000

ბორმანის აგარაკი (რუს. Дача Бормана) — აგარაკი სანქტ-პეტერბურგის საკურორტო რაიონ კომაროვოში. მისამართი: სანქტ-პეტერბურგი, კომაროვო, საზღვაო ქუჩა, სახლი № 8.

გიორგი ბორმანი ასევე იყო მეზობელი ქალაქგარე აგარაკის (ბორმანის სახლი) მფლობელი, რომელიც მდებარეობს საზღვაო ქუჩაზე № 14 სახლში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ზოგიერთი წყარო მიუთითებს გ. გ. ბორმანის კავშირზე აღნიშნულ აგარაკთან[1].

საზღვაო ქუჩის 8 ნომერში შემონახულია ძველი ნაგებობის ფუნდამენტი და კარის ბოძები, თავად კარი კი ინახება ერთ-ერთ მუზეუმში.

„კელომიაკის სააგარაკო რაიონის გეგმის“ მიხედვით, რომელიც სახანძრო საზოგადოებისათვის შექმნა მხატვარმა ი. ა. ვლადიმიროვმა 1913 წელს — აგარაკი ეკუთვნოდა ჩიჟოვს. ამის შემვეგ აღნიშნულ აგარაკს ზამთრის ომამდე (1939-1940 წწ.) ფლობდა რენოს ოჯახი, რომლებიც ენათესავებოდნენ ორეშნიკოვების ვაჭრების ოჯახს.

მფლობელებმა გამოიყენეს ტერიტორიის რელიეფური და ბუნებრივი მცენარეულობა და ზედა და ქვედა ტერასაზე მოაწყეს პარკი ოთხი ხელოვნური რეზერვუარით, რომელთა ნაპირებიც ქვისგან იყო გაფორმებული.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ 1917 წელს პანსიონატის მფლობელი გახდა ივან პავლოვის ოჯახი. 1945 წლის შემდეგ ვილაში განთავსებულია საბავშვო ბაღი.

2013 წლის 18 ნოემბერს დაიწვა უკანასკნელი შემონახული შენობა[2], ხოლო 2017 წელს მიწის ნაკვეთზე ააშენეს დანგრეული შენობის კოპიო[3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Галкина Наталья. Вилла Рено. Роман. М., 2004.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Дом на участке Эргардта, участок 24 («вилла Бормана», дача губернатора) Морская, 8
  2. Утрачена вилла Рено. В газете Сестрорецкие берега № 23(303) 23 ноября — 6 декабря 2013, с.2
  3. Дача на участке Чижова (одно из зданий Виллы Рено) (деревянная). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-10-31. ციტირების თარიღი: 2018-11-30.