ბონი ბლერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბონი ბლერი
დაბადების თარიღი 18 მარტი, 1964 (1964-03-18) (60 წლის)
სიმაღლე 165 სმ
წონა 59 კგ

ბონი ბლერი (ინგლ. Bonnie Blair; დ. 18 აპრილი, 1964) — ამერიკელი მოციგურავე. თავისი ეპოქის ერთ-ერთი საუკეთესო და ყველაზე ტიტულოვანი სპორტსმენი ოლიმპიური თამაშების ისტორიაში; მის ანგარიშზეა ხუთი ოქროს და ერთი ბრინჯაოს მედალი. ბლერის ოლიმპიური დებიუტი შედგა სარაევოში 1984 წელს, სადაც 500 მეტრ დისტანციაზე მერვე ადგილზე გავიდა. დროს ბლერი ვარჯიშობდა როგორც მოკლე, ისე გრძელი სიჩქარით სრიალში. გაიმარჯვა 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონატში. 1988 წელს მიიღო თავისი პირველი ოლიმპიური ოქროს მედალი 500 მეტრზე და ბრინჯაოს მედალი 1000 მეტრზე სრიალში. ბლერმა ორი ოქროს მედალი მოიპოვა 1992 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებზე ალბერტვილში და მისი ბოლო ორი ოლიმპიური ოქროს მედალი 1994 წლის ლილეჰამერის თამაშებზე. ბლერის კარიერა 1995 წლამდე გაგრძელდა, როდესაც მსოფლიო ჩემპიონატი მილვუკში ჩატარდა, საბოლოოდ კარიერა 1995 წლის მარტში დაასრულა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]