ბოლოშავა
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ბოლოშავა | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Turdus pilaris | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ბოლოშავა (Turdus pilaris), ფრინველი ბეღურასნაირთა რიგისა. გვხვდება ევროპასა და აზიაში. ბინადრობს წიწვოვან ტყეებში. საქართველოში ზამთრობს დეკემბრიდან მარტის შუა რიცხვებამდე. თავ-კისერი ნაცრისფერი აქვს, ზურგი - მორუხო-წაბლისფერი, ფრთები და ბოლო - მოყავისფრო-შავი, მუცელი და გვერდები - თეთრი, შავწინწკლებიანი, ჩიჩახვი - მოყვითალო-მომწვანო. მაის-ივნისში დებს 4-7 კვერცხს; კრუხობა გრძელდება 16 დღემდე. იკვებება მწერებით, შემოდგომა-ზამთარში - კენკრით.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- რ. ჟორდანია, ქსე, ტ. 2, გვ. 457, თბ., 1977
სტატიის