ბოლოკარკაზი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| ბოლოკარკაზი | ||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||||
|
||||||||||||||
| ლათინური სახელი | ||||||||||||||
| Pernis apivorus | ||||||||||||||
| დაცვის სტატუსი | ||||||||||||||
ბოლოკარკაზი (Pernis apivorus), მტაცებელი ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. სიგრძე 60 სმ. აქვს გრძელი ფრთები და ბოლო. გავრცელებულია ევროპაში, კავკასიაში, მცირე და წინა აზიაში, ირანში, ციმბირში, აფრიკაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას. იკვებება მწერებითა და მათი მატლებით, ზოგჯერ ბაყაყებით, გველებით, პატარა ფრინველებითა და მღრღნელებით.
[რედაქტირება] ლიტერატურა
- ქსე, ტ. 2, გვ. 455, თბ., 1977