ბოლესლავ ბერუტი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ბოლესლავ ბერუტი

ბოლესლავ ბერუტი (პოლ. Bolesław Bierut; დ. 18 აპრილი, 1892 – გ. 12 მარტი, 1956, მოსკოვი) – პოლონელი პოლიტიკური მოღვაწე. პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი 1947–1952 წწ.

დაიბადა ჰენრიხ რუტკოვსკისა და ბარბარა ბერნაკის ოჯახში. შემდეგ მათი გვარების პირველი ასოებიდან მიიღო ფსევდონიმი „ბერუტი“. 1925 წელს გაემგზავრა მოსკოვში და სწავლობდა კომინტერნის სკოლაში.

1938 წელს, პოლონეთის კომუნისტური პარტია დაიშალა იოსებ სტალინი მიერ. ბერუტს მიუსაჯეს 10 წლიანი პატიმრობა პოლონეთში ანტისახელმწიფოებრივ პოლიტიკის გატარების გამო. ამგვარად შეძლო თავიდან აეცილებინა დიდი წმენდა, რომლის დროსაც განადგურდა პოლონეთის კომუნისტური პარტიის ყველა ლიდერი. 1938 წელს შეიწყალეს და მუშაობდა ბუღალტრად ვარშავაში.

მეორე მსოფლიო ომის დაწყების შემდეგ გაიქცა აღმოსავლეთ პოლონეთში, რომელიც სულ მალე დაიკავეს საბჭოთა ძალებმა. 1943 წელს სათავეში ჩაუდგა ახლად ჩამოყალიბებულ პოლონეთის მუშათა პარტიას, გახდა დროებითი ეროვნული მთავრობის მეთაური, რომელიც დააარსეს პროსაბჭოურად განწყობილმა პოლონელებმა მოსკოვში.

ომის შემდეგ, ბერუტმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა პოლონეთში სტალინური რეჟიმის ფორმირებისა და ოპოზიციის ჩახშობის საქმეში. 1947-1952 წწ. ეკავა პრეზიდენტის თანამდებობა, ხოლო პოლონეთის სახალხო რესპუბლიკის დაარსების შემდეგ – პრემიერ-მინისტრისა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]