Boyzone

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
(გადამისამართდა გვერდიდან ბოიზონი)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Boyzonelogo.png
Boyzone 2009 წელს
Boyzone 2009 წელს
ბიოგრაფია
წარმოშობა დუბლინი, ირლანდია Flag of Ireland.svg
ჟანრ(ებ)ი პოპი
აქტიური 1993-2000
ლეიბლ(ებ)ი Universal
საიტი boyzonetour.com
წევრები
რონან კიტინგი
მაიკი გრემი
ქეიზ დაფი
შეინ ლინჩი
ყოფილი წევრები
სტივენ გეიტლი (1993-2009) (დაიღუპა)

Boyzone1990-იანი წლების პოპულარული ირლანდიური მუსიკალური ჯგუფი. ყველაზე დიდ წარმატებას ჯგუფმა გერთიანებულ სამეფოში და ირლანდიაში მიაღწია, თუმცა დანარჩენ ევროპაშიც და აზიაშიც კი იყვნენ პოპულარული. 2007 წლის მონაცემებით, ჯგუფს 15 მილიონზე მეტი ჩანაწერი აქვს გაყიდული.

ჯგუფის ისტორია[რედაქტირება]

შექმნა და წარმატების ძიება[რედაქტირება]

Boyzone ჩამოყალიბდა 1993 წელს, ლუის უოლშის მიერ, პრესაში გამოქვეყნებული განცხადების შემდეგ. ეს იყო "ირლანდიური Take That"-ის შექმნის მცდელობა. 300 ვოკალისტს შორის შერჩეული იქნა ექვსი. მათ შორის იყვნენ მარკ უოლტონი, რიჩარდ როკი და სხვები. პირველი გამოსვლის შემდეგ ეს შემადგენლობა დაიშალა და შეიცვალა სხვა ვოკალისტებით, სადაც ასევე შედიოდა რონან კიტინგი. 1993-1994 წლებში ჯგუფში გამოდიოდა პაბებსა და კლუბებში, სანამ 1994 წელს ისინი არ შეამჩნია ლეიბლმა Polygram. ამ ლეიბლზე გამოიცა პირველი სინგლი "Working My Way Back to You", ჯგუფის Four Seasons ჰიტის ახალი ვერსია. შემდეგი სინგლი, Love Me for a Reason, რომელიც ჯგუფის "ოსმონდები" თავის დროზე ასევე პოპულარული სიმღერის ვერსიას წარმოადგენდა დიდ გარღვევად იქცა და მოუტანა კოლექტივს ნამდვილი წარმატება. ამან ხუთეული დაარწმუნა ალბომის გამოცემის შესაძლებლობაში. პირველი ალბომი, სახელწოდებით "Said and Done" გამოვიდა 1995 წელს.

A Different Beat[რედაქტირება]

ჯგუფის მეორე ალბომი A Different Beat გამოვიდა 1996 წელს. მასში ასევე იქნა შეტანილი რამდენიმე ცნობილი სიმღერის საკუთარი ვერსიები. განსაკუთრებით აღსანიშნავია ბი ჯისის "Words".

Where We Belong[რედაქტირება]

მესამე ალბომი, Where We Belong გამოიცა 1998 წელს და ორიენტირებული იყო ჯგუფის ხუთივე წევრის სიმღერების წერის ნიჭზე. სინგლები "All That I Need", "Baby Can I Hold You" და "No Matter What" დიდი წარმატებით სარგებლობდნენ.

ჰიტების კრებული[რედაქტირება]

1999 წელს გამოიცა ჯგუფის ჰიტების კრებული By Request, რომელსაც მოჰყვა წარმატებული საკონცერტო ტური. ამ პერიოდში ჯგუფის წევრმა სტივენ გეიტლიმ აღიარა, რომ იგი ჰომოსექსუალური ორიენტაციის არის და უყვარს სხვა ბოიბენდის, Caught in the Act ყოფილი წევრი ელოი დე იონგი. ამ პერიოდში ასევე გამოვიდა რონან კიტინგის პირველი და წარმატებული სოლო სინგლი "When You Say Nothing at All, რომელიც ელისონ კრაუსის სიმღერის ახალი ვერსია იყო. იგი შეტანილი იქნა ფილმში Notting Hill. ამ დროისათვის ჯგუფში ბევრი უთანხმოება იყო და ყველამ გადაწყვიტა დასვენება და სოლო პროექტებით დაკავება.

უკანასკნელი გამოსვლა[რედაქტირება]

2000 წელს ჯგუფი უკანასკნელად გამოვიდა ერთად. იმ მომენტისათვის გაყიდული იქნა მათი დისკების 10 მილიონი ასლი. მათ მიერ გამოცემული 16-ივე სინგლი სხვადასხვა დროს მოხვედრილი იყო ბრიტანეთის სინგლების საუკეთესო ხუთეულში და Boyzone იქცა პირველ ირლანდიურ ჯგუფად, რომელსაც გაერთიანებული სამეფოს ჩარტებში ჰქონდა ოთხი #1 ჰიტი.

2000-იანები[რედაქტირება]

რონან კიტინგი იქცა ჯგუფის Westlife პროდიუსერად. მან აგრეთვე გამოსცა საკუთარი ხუთი ალბომი. სტივენ გეიტლიმ ასევე გამოუშვა სოლო ალბომი, ამჟამად მონაწილეობს სხვადასხვა მიუზიკლებში და წარმატებული მსახიობია. მაიკი გრეჰემს ასევე ჰქონდა წარმატებული სოლო პროექტები. კიტ დაფიმ მიიღო მონაწილეობა ტელესერიალში და რამდენიმე თეატრალურ დადგმაში. შეინ ლინჩი გამოჩნდა სხვადასხვა რეალურ შოუებში. 2000 წელს ლინჩმა და დაფიმ ასევე ჩაწერეს მინი ვანილის ჰიტის Girl You Know It's True, სადაც ისინი ბოიბენდებს დასცინოდნენ.

გაერთიანება[რედაქტირება]

დაშლიდან შვიდი წლის შემდეგ კოლექტივმა გადაწყვიტა გაერთიანება. 2007 წელს ეს დადასტურდა. 2007 წელი ჯგუფმა გაატარა რეპეტიციებში, ხოლო წლის ბოლოს გამოვიდა რამდენიმე ტელეგადაცემაში.

2008 წელს დაიწყო ჯგუფის საკონცერტო ტური, რომელიც დღესდღეობით კვლავ გრძელდება.

Love You Anyway[რედაქტირება]

2008 წლის 3 სექტემბერს გამოვიდა Boyzone-ის მუსიკალური ვიდეო 'Love You Anyway', რომელშიც ვოკალურ პარტიებს ასრულებს ჯგუფის ხუთივე წევრი. 2008 წლის 6 ოქტომბერს ამავე სახელწოდების სინგლი მოხვდა ბრიტანული ჩარტების #5 ადგილზე.

სტივენ გეიტლის გარდაცვალება[რედაქტირება]

2009 წლის 10 ოქტომბერს 33 წლის ასაკში გარდაიცვალა სტივენ გეიტლი. იგი იმყოფებოდა მაიორკაზე თავის მეგობარ ენდრი კაულსთან.

დისკოგრაფია[რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Boyzone-ის დისკოგრაფია.

სტუდიური ალბომები[რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]

მოძიებულია „http://ka.wikipedia.org/w/index.php?title=Boyzone&oldid=2658277“-დან