ბლოკჩეინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბლოკჩეინის ფორმაცია. მთავარი (შავი) ჯაჭვი შეიცავს ბლოკების ყველაზე გრძელ სერიას საწყისი (მწვანე) ბლოკიდან ბოლო ბლოკამდე. ვარდისფერი ბლოკები კი მდებარეობენ მთავარი ჯაჭვის გარეთ.

ბლოკჩეინი (ინგლ. blockchain) — თავდაპირველად ბლოკების ჯაჭვი — მუდმივად მზარდი ჩანაწერების სია, სახელად „ბლოკები“, რომლებიც დაცულია კრიპტოგრაფიულად. თითოეული ბლოკი, როგორც წესი, შეიცავს ჰეშ-მაჩვენებელს, როგორც წინა ბლოკთან დამაკავშირებელ ნიშანს,[1] დროის ნიშნულს და ტრანზაქციის მონაცემებს. ის ისეა შექმნილი, რომ არსებითად მტკიცეა და მასში მონაცემების შეცვლა თითქმის შეუძლებელია. ბლოკჩეინი შეიძლება გახდეს „ღია, ტრანზაქციების ბლოკნოტი, რომლებიც ხორციელდება ორ მხარეს შორის“.[2] იგი დაფუძნებულია P2P პრინციპზე. ერთხელ განხორციელებული ტრანზაქციის ჩანაწერის შეცვლა შეუძლებელია ყველა მომდევნო ტრანზაქციის ბლოკის შეცვლის გარეშე. ბლოკჩეინ სისტემის 2008 წელს შექმნა უკავშირდება ანონიმურ პიროვნებას ან პიროვნებების ჯგუფს, რომელიც ცნობილია როგორც სატოში ნააკამოტო. შემდეგ წელს კი ბლოკჩეინი გამოცხადდა კრიპტოვალუტა ბიტკოინის მთავარ შემადგენელ ნაწილად, რომელიც აღრიცხავს და ბლოკებად გარდაქმნის განხორციელებულ ტრანზაქციებს. ბლოკჩეინის გამოგონებამ ბიტკოინს საშუალება მისცა, გადაეჭრა ორმაგი ხარჯვის პრობლემა მესამე (სანდო) მხარის ჩარევის გარეშე.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბიტკოინის დამოწმებული ტრანზაქციები (2009 – 2017)

კრიპტოგრაფიულად დაცული ბლოკების ჯაჭვის პირველი ნამუშევარი აღწერილია 1991 წელს სტიუარტ ჰაბერისა და სკოტ სორნოტის მიერ.[3] ისინი შეეცადნენ, შეექმნათ ისეთი სისტემა, რომელიც რამდენიმე დოკუმენტს ერთ ბლოკში გააერთიანებდა.[4]

თავდაპირველად სატოში ნაკამოტოს მიერ გამოქვეყნებულ დოკუმენტში სიტყვები „ბლოკი“ და „ჯაჭვი“ ცალ-ცალკე იყო გამოყენებული. 2016 წელს ეს ორი სიტყვა გააერთიანეს და ოფიციალურად უწოდეს „ბლოკჩეინი“. 2014 წლის აგვისტოში, ბიტკოინ-ბლოკჩეინის ზომამ მიაღწია 20 გიგაბაიტს. 2015 წლის იანვრისთვის მისი ზომა 30 გიგაბაიტამდე გაიზარდა. 2016 წლიდან 2017 წლამდე კი 50 გიგაბაიტიდან გაიზარდა 100 გიგაბაიტამდე.[5]

2014 წელს ტერმინი „ბლოკჩეინ 2.0“ მიუთითებდა ბლოკჩეინ მონაცემთა ბაზის ახალ აპლიკაციებზე.[6] ჟურნალმა The Economist ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ეს მეორე თაობა აღწერა როგორც „მომავალი პროგრამული ენა, რომელიც საშუალებას აძლევს მომხმარებლებს შექმნას უფრო დახვეწილი ჭკვიანი კონტრაქტები, ამგვარად კი შექმნან ინვოისები, რომლებიც გადაიხდება ავტომატურად, როდესაც შეკვეთა დანიშნულების ადგილას მივა“ ან „შექმნან მოწმობა, რომლებიც მფლობელებს ავტომატურად გაუგზავნიან დივიდენდებს , როდესაც მოგება გარკვეულ ზღვარს მიაღწევს.“ ბლოკჩეინ 2.0 ტექნოლოგია გასცდა ტრანზაქციების საზღვრებს და შესაძლებელი გახადა „ღირებულების გაცვლა შუამავლის გარეშე, რომლებიც მოქმედებდნენ როგორც განმსჯელები ფულისა და ინფორმაციისა“. შემქმნელების სურვილი იყო, ქსელში მოსახლეობის იმ ნაწილის ჩართვა, რომელიც ამას მანამდე ვერ ახერხებდა, ისევე, როგორც კონფიდენციალურობის დაცვის გაზრდა და უზრუნველყოფა იმისა, რომ ინტელექტუალური საკუთრება ანაზღაურებული იქნებოდა. ბლოკჩეინის მეორე თაობა შესაძლებელს ხდის, რომ მომხმარებელმა შეინახოს „მუდმივი ციფრული ID და პერსონა“ და უზრუნველყოს ის გზა, რომელიც სოციალურ უთანასწორობას გადაჭრის, სიმდიდრის გადანაწილების ბლოკჩეინისეული გზით.[7]

2016 წელს რუსეთის ცენტრალური უსაფრთხოების წარმომადგენლებმა დააანონსეს Nxt „ბლოკჩეინ 2.0“-ზე დაფუძნებული საპილოტე პროექტი, რომელიც გამოიკვლევდა ბლოკჩეინზე დაფუძნებულ ავტომატიზირებულ ხმის მიცემის სისტემას.[8]. მუსიკის სფეროს წარმომადგენლებმა დაიწყეს მოდელების ტესტირება ბლოკჩეინის გამოყენებით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით საავტორო უფლებების უკეთ დაცვის პერსპექტივას იძლევა.[9] 2016 წლის ივლისში IBM-მა სინგაპურში გახსნა ბლოკჩეინზე დაფუძნებული ინოვაციური კვლევის ცენტრი. 2016 წლის ნოემბერში მსოფლიო ეკონონომიკური ფორუმისთვის მომუშავე ჯგუფმა გამართა შეხვედრა, სადაც განიხილეს ბლოკჩეინთან დაკავშირებული სამთავრობო მოდელების განვითარების გზები.[10]

2017 წლის დასაწყისში, ჰარვარდის ბიზნესის მიმომხილველმა განაცხადა, რომ ბლოკჩეინი „არის ფუნდამენტური ტექნოლოგია და მაშასადამე აქვს შესაძლებლობა, რომ შექმნას ფუნდამენტურად ახალი ჩვენი ეკონომიკური და სოციალური სისტემა“. დაკვირვებებით უკვე დადასტურებულია, იმისთვის, რომ ფუნდამენტურ ინოვაციას ჰქონდეს დიდი გავლენა „ბლოკჩეინ სისტემას დასჭირდება ათწლეულები, რომ ფეხი მოიკიდოს ჩვენ ეკონომიკურ და სოციალურ ინფრასტრუქტურაში“.[11]

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დეცენტრალიზაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქსელის მასშტაბით მონაცემების შენახვისას ბლოკჩეინი გამორიცხავს იმ რისკებს, რომლებიც მოჰყვება მონაცემებს ცენტრალურ დონეზე ფლობას. იმის გამო, რომ ქსელი არ არის ცენტრალიზებული, ეს ამცირებს იმ პოტენციურ ზიანს, რომელიც ჰაკერებმა შეიძლება მიაყენონ სისტემას; ანალოგიურად, მას არ აქვს ჩავარდნის ცენტრალური მიზეზი. ბლოკჩეინის უსაფრთხოება უზრუნველყოფილია კრიპტოგრაფიულად დაცული პირადი გასაღებით. პირადი-გასაღები (გრძელი, შემთხვევით შერჩეული რიცხვები) არის მისამართი ბლოკჩეინზე. ღირებულების მქონე წინასწარ გადახდის ბარათის კოდები, რომლებიც ქსელში იგზავნება, არის ჩაწერილი ამ მისამართზე. პირადი გასაღები ჰგავს პაროლს, რომელიც მის მფლობელს მის ციფრულ აქტივებზე წვდომის საშუალებას აძლევს, ან სხვაგვარად, აქვს შესაძლებლობა ისარგებლოს იმ სხვადასხვა შესაძლებლობებით, რომელსაც ბლოკჩეინი უზრუნველყოფს. ბლოკჩეინზე შენახული მონაცემები ზოგადად ითვლება მუდმივად.[12] დეცენტრალიზებული სისტემის ყველა ბოტს ან მაინერს აქვს ბლოკჩეინის ასლი. მონაცემთა ხარისხი ინახება მასიური მონაცემთა ბაზის რეპლიკაციით [13] და კომპიუტერული ნდობით. არ არსებობს ცენტრალიზებული „ოფიციალური“ ასლი და არც ერთი მომხმარებელი არ არის „სანდო“, ვიდრე რომელიმე სხვა. შეტყობინებების მიწოდება ხდება რაც შეიძლება სწრაფად. მაინინგის კვანძები ამოწმებენ ტრანზაქციების ვალიდურობას, ამატებენ მათ ბლოკებზე, რომლებსაც ისინი ქმნიან და შემდეგ ამ დამოწმებულ ბლოკებს ავრცელებენ ქსელის სხვა კვანძებზე. ბლოკჩეინი იყენებს დროის აღმრიცხავ სქემას, როგორიცაა ე.წ. „სამუშაოების დასაბუთება“ (Proof-of-work), ცვლილებების შესამცირებლად.[14]

აპლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გრძელვადიან პერსპექტივაში ბლოკჩეინ ტექნოლოგიას დიდი პოტენციალი აქვს ბიზნესის ოპერირების მოდელების გარდაქმნაში. მისი გამოყენება გლობალური მიწოდების ჯაჭვების, ფინანსური ტრანზაქციების, აქტივების ხელმძღვანელებისა და დეცენტრალიზებული სოციალური ქსელების მნიშვნელოვან ეფექტურობას გვპირდება.[11] ბიზნესმენები რისკების შესამცირებლად ერიდებიან მთლიანად ბლოკჩეინ ტექნოლოგიაზე დაფუძნებული ბიზნეს-იდეების განხორციელებას. ბლოკჩეინ ტექნოლოგიის ინტეგრირება შეიძლება ბევრ სხვადასხვა სფეროში. კონკრეტული ბლოკჩეინ აპლიკაცია შესაძლოა განსაკუთრებული ინოვაცია აღმოჩნდეს, რადგან არსებითად იაფი დანახარჯები დიდი უპირატესობა იქნება კონკურენტებთან ბრძოლაში. ბლოკჩეინის პროტოკოლები ხელს უწყობენ ბიზნესს, გამოიყენონ ციფრული ოპერაციების დამუშავების ახალი მეთოდები.[15] მაგალითები მოიცავს გადახდის სისტემასა და ციფრულ ვალუტას, ასევე ხელს უწყობს ე.წ. „crowdsale“-ებს , ან აკეთებს ბაზრების პროგნოზირებას და შეიმუშავებს მართვის ზოგად ინსტრუმენტებს.[16]

მიწის რეგისტრაცია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

შვედეთის მიწის რეესტრის გარშემო მიმდინარე განხილვები, მიზნად ისახავს ბლოკნოტის ეფექტურობის დემონსტრირებას მიწის რეალიზაციის გარიგებების დაჩქარებაში.[17] საქართველომ გაუშვა საპილოტე პროგრამა ბლოკჩეინის გამოყენებით საკუთრების რეგისტრაციისა.[18] ეთიკისა და სამართლის ასოციაცია იყენებს ბლოკჩინს, რათა დაეხმაროს სტარტაპებს, რომ დაიცვან საკუთარი იდეები.[19]

დიდი ოთხეული[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დიდი ოთხეულის საბუღალტრო ფირმები სხვადასხვა ფორმატში აკეთებენ ბლოკჩეინ ტექნოლოგიების ტესტირებას. Ernst and Young-ს ყველა შვეიცარიელ თანამშრომელს შეუძლია კრიპტოვალუტის საფულით ისარგებლოს, მათ ოფისში დაამონტაჟეს ბიტკოინის აპარატი და მისით სარგებლობა ყველა მათგანს შეუძლია.[20][21] Ernst and Young-ის შვეიცარიის აღმასრულებელმა დირექტორმა მარსელ სტალდერმა განაცხადა: "ჩვენ არა მარტო გვინდა დიგიტალიზაციის შესახებ საუბარი, არამედ გვინდა, აქტიურად გავავრცელოთ ეს პროცესი ჩვენს თანამშრომლებსა და კლიენტებზე. ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ყველამ ფეხი აუწყოს იმ პროცესს და რევოლუციას, რომელსაც ბლოკჩეინი, ჭკვიანი კონტრაქტები და ციფრული ვალუტა გვიმზადებს".[21]

ჭკვიანი კონტრაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბლოკჩეინზე დაფუძნებული ჭკვიანი კონტრაქტები არის კონტრაქტები, რომლებიც შეიძლება ნაწილობრივ ან მთლიანად შესრულდეს ან აღსრულდეს ადამიანების უშუალო ჩარევის გარეშე.[22] ჭკვიანი კონტრაქტის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა ავტომატური ესქრო. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აზრით, ბლოკჩეინსს შეუძლია შეამციროს მორალური საფრთხეები და ზოგადად კონტრაქტების გამოყენების ოპტიმიზაცია.[23] ამ სისტემის გამოუცდელობის გამო მათი სამართლებრივი სტატუსი გაურკვეველია.[23]

ბლოკჩეინით ზოგიერთი ბიზნესი აპირებს კონტრაქტების კოდირებას, რომელიც შესრულდება პირობების თანხვედრისას. ბლოკჩეინის ჭკვიანი კონტრაქტები საშუალებას იძლევა, გაფართოვდეს პროგრამირების ინსტრუქციები, რომლებიც განსაზღვრავენ და შეასრულებენ შეთანხმებას.[24] მაგალითად, Ethereum Solidity არის ღია ბლოკჩეინ-პროექტი, რომელიც შეიქმნა ზუსტად იმისთვის, რომ გაეანალიზებინათ ეს შესაძლებლობა Turing complete-ის პროგრამირების ენის საშუალებით.

კიდევ ერთი მაგალითი ჭკვიანი კონტრაქტის გამოყენებისა არის მუსიკალური ინდუსტრია. 2017 წელს DJ Deadly Buda-მ გამოუშვა პირველი DJ-მიქსი, „Rock the Blockchain“, რომელიც იხდის სიმღერებისთვის და მათი ნამუშევრები დაკავშირებულია კრიპტოვალუტურ ბლოკჩეინთან. ყოველ ჯერზე, როდესაც მის სიმღერას ვინმე უსმენს, DJ-ს ანგარიშზე თითქმის მყისიერად ირიცხება გარკვეული თანხა.[25] 2017 წლის იანვრის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მოხსენებაში იწინასწარმეტყველეს, რომ 2025 წლისთვის მსოფლიოს მთლიანი შიდა პროდუქტის 10% შენახული იქნება ბლოკჩეინზე ან ბლოკჩეინთან დაკავშირებულ ტექნოლოგიებზე.[26]

შენიშვნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Iansiti, Marco; Lakhani, Karim R. (January 2017). „The Truth About Blockchain“. Harvard Business Review. Harvard University. ციტირების თარიღი: 2017-01-17. ციტატა: „The technology at the heart of bitcoin and other virtual currencies, blockchain is an open, distributed ledger that can record transactions between two parties efficiently and in a verifiable and permanent way.“
  2. name="decapp">Raval, Siraj (2016). „What Is a Decentralized Application?“, Decentralized Applications: Harnessing Bitcoin's Blockchain Technology. O'Reilly Media, Inc., გვ. 12. ISBN 978-1-4919-2452-5. OCLC 968277125. ციტირების თარიღი: 6 November 2016. 
  3. Haber, Stuart; Stornetta, W. Scott (January 1991). „How to time-stamp a digital document“. Journal of Cryptology. 3 (2): 99–111. ციტირების თარიღი: 4 July 2017.
  4. Bayer, Dave; Haber, Stuart; Stornetta, W. Scott (March 1992). „Improving the Efficiency and Reliability of Digital Time-Stamping“. Sequences. 2: 329–334. ციტირების თარიღი: 4 July 2017.
  5. Blockchain Size. Blockchain Luxembourg S.A.. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2017-03-03. ციტირების თარიღი: 2017-11-02.
  6. Bheemaiah, Kariappa (January 2015). „Block Chain 2.0: The Renaissance of Money“. Wired. ციტირების თარიღი: 13 November 2016.
  7. Project Bletchley Whitepaper, Microsoft, 2016-09-19, accessed 2016-12-24.
  8. Yakovlev, Alexander (2016-04-15). Interview with Kovlyagina, Tatiana. "НРД проголосовал за блокчейн" (Russian). Bankir.ru. დაარქივებულია ორიგინალიდან 2016-06-20-ში. https://web.archive.org/web/20160620000816/http://bankir.ru/publikacii/20160415/nrd-progolosoval-za-blokchein-10007428/. წაკითხვის თარიღი: 2017-11-02. ""Национальный расчетный депозитарий запустил пилотный проект на основе технологии распределенного реестра. Создание прототипа системы электронного голосования владельцев облигаций на блокчейне анонсировал на Биржевом форуме председатель правления НРД Эдди Астанин [The National Settlement Depository started the pilot project based on the technology of the distributed register. Creation of the prototype system of electronic voting for owners of bonds based on blockchain was announced at the Exchange forum by the chairman of the board of NSD, Eddie Astanin.]"
  9. Aitken, Roger. (2016-01-23) MUSE: Leveraging Blockchain Technology To Revolutionize Music Industry. ციტირების თარიღი: 18 June 2016.
  10. Higgins, Stan (9 November 2016). „Former Estonian President to Lead World Economic Forum Blockchain Group“. CoinDesk. ციტირების თარიღი: 13 November 2016.
  11. 11.0 11.1 Ovenden, James. Blockchain Top Trends In 2017. The Innovation Enterprise. დაარქივებულია ორიგინალიდან — 30 ნოემბერი 2016. ციტირების თარიღი: 4 December 2016.
  12. How Blockchain Technology Can Change The Way Modern Businesses Work. ციტირების თარიღი: 19 October 2017.
  13. Bhaskar, Nirupama Devi; Chuen, David LEE Kuo (2015). „3 – Bitcoin Mining Technology“, Handbook of Digital Currency: Bitcoin, Innovation, Financial Instruments, and Big Data. Academic Press, გვ. 47–51. ISBN 978-0-12-802117-0. ციტირების თარიღი: 2 December 2016. 
  14. Gervais, Arthur; Karame, Ghassan O.; Capkun, Vedran; Capkun, Srdjan. Is Bitcoin a Decentralized Currency?. InfoQ & IEEE computer society. ციტირების თარიღი: 11 October 2016.
  15. Katie Martin (27 September 2016). „CLS dips into blockchain to net new currencies“. The Financial Times. ციტირების თარიღი: 7 November 2016.
  16. New Ethereum Blockchain Consortium Could Run on Experimental Tech - CoinDesk (21 February 2017).
  17. Chavez-Dreyfuss, Gertrude (16 June 2016). „Sweden tests blockchain technology for land registry“. Reuters. ციტირების თარიღი: 7 November 2016.
  18. Shin, Laura. (21 April 2016) Republic Of Georgia To Pilot Land Titling On Blockchain With Economist Hernando De Soto, BitFury. ციტირების თარიღი: 13 November 2016.
  19. The Ethical and Fair Creators Association. დაარქივებულია ორიგინალიდან — 3 დეკემბერი 2016. ციტირების თარიღი: 2 ნოემბერი 2017.
  20. Karin Kirchner (November 25, 2016). „EY Switzerland to digitalize itself and become first advisory firm to accept Bitcoins for its services“ (PDF) (პრეს-რელიზი). Ernst & Young.
  21. 21.0 21.1 Young, Joesph (15 December 2016). „Ernst & Young Is Going Bitcoin While PwC, Deloitte and KPMG Push Permissioned Blockchains“. CoinTelegraph.com. ციტირების თარიღი: 17 December 2016.
  22. Franco, Pedro (2014). Understanding Bitcoin: Cryptography, Engineering and Economics. John Wiley & Sons, გვ. 9. ISBN 978-1-119-01916-9. ციტირების თარიღი: 4 January 2017. 
  23. 23.0 23.1 (2016) Virtual Currencies and Beyond: Initial Considerations, IMF Discussion Note. International Monetary Fund, გვ. 23. ISBN 978-1-5135-5297-2. ციტირების თარიღი: 12 November 2016. 
  24. Swan, Melanie (2015). Blockchain: Blueprint for a New Economy. O'Reilly Media, Inc, გვ. 16. ISBN 978-1-4919-2047-3. ციტირების თარიღი: 12 November 2016. 
  25. Kastelein, Richard. (2017-08-24) The World’s First DJ Mix That Pays Artists in Seconds Using Blockchain Technology.
  26. Marr, Bernard. „How Blockchain Technology Could Change The World“. Forbes. ციტირების თარიღი: 2017-01-06.