ბიჭი ხილის კალათით

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბიჭი ხილის კალათით
Fanciullo con canestro di frutta[1]
ავტორი კარავაჯო
წელი 1593
ტიპი ზეთის საღებავი ტილოზე
სიმაღლე 70 სმ
სიგანე 67 სმ
ქალაქი რომი
მუზეუმი გალერეა ბორგეზე

ბიჭი ხილის კალათით — 1593 წელს დასრულებული ნახატი, რომელიც იტალიელი ბაროკოს ოსტატის მიქელანჯელო მერისი და კარავაჯოს მიერაა დახატული. ამჟამად ის ინახება გალერეა ბორგეზეში, რომში.

სურათი დახატულია იმ დროს, როდესაც კარავაჯო მშობლიური მილანიდან ახალი ჩამოსული იყო რომში და კონკურენტუნარიანი რომაული ხელოვნების სამყაროს გზას გასდგომოდა. ნახატის მოდელი იყო მისი მეგობარი და კომპანიონი, სიცილიელი მხატვარი მარიო მინიტი, რომელიც დაახლოებით 16 წლის იყო. ნამუშევარი ჯუზეპე ცეზარის, იგივე კავალერი დ'აპრინოს კოლექციას მიეკუთვნებოდა, ხოლო 1607 წლიდან კი — კარდინალ სციპიონე ბორგესს. აქედან გამომდინარე, ნამუშევარი შექმნილია იმ პერიოდში, როდესაც კარავაჯო „ყვავილებისა და ხილის ხატვაზე“ მუშაობდა დ’არპინოსთვის, მაგრამ შესაძლოა შედარებით ადრინდელი პერიოდიდანაა, როდესაც კარავაჯომ და მინიტიმ დატოვეს კავალერი დ’არპინოს სახელოსნო რომ თავიანთი გზით გაეყიდათ ნამუშევრები დილერი კოსტანტინოს დახმარებით. ეჭვის გარეშე სურათი 1593 წლამდე ვერ თარიღდება, ამ წელს ჩამოვიდა მინიტი რომში. ვარაუდობენ, რომ სურათი თარიღდება კარავაჯოს შედარებით უფრო კომპლექსურ ნამუშევრებამდე, სადაც მინიტი ასევე იყო მოდელი, როგორიცაა „მკითხავი“ და „კარტის მოთამაშეები“ (ორივე 1594 წლიდან), ამ უკანასკნელმა კარავაჯოს თავისი პირველი მნიშვნელოვანი მფარველის, კარდინალი ფრანცესკო მარია დელ მონტეს ყურადღბა მიქცია. ვიტორიო სგარბი აღნიშნავს, გარკვეულ მსგავსებებს ამ ნამუშევარსა და კარავაჯოს ძველ პორტრეტებს შორის ფერწერულ თვისებებს, რომელიც სხვა მხატვრებს გვაგონებს არპინოს სახელოსნოდან.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Galleria Borghese — 1903.
  2. ვიტორიო სგარბი „კარავაჯო“, FMR#9-ში, 1985