ბისოს კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბისოს კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დუშეთის მუნიციპალიტეტში, მდებარეობს სოფელ ბისოს ჩრდილოეთით, 400 მეტრის მანძილზე, სამანქანო გზის პირას. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს. კოშკი ორსართულიანია , ნაგებია ნახეტი ქვით. დაზიანებულია - ჩანგრეულია სართულშუა გადახურვა. კედლებზე შემორჩენილია გადახურვის ხის კოჭების ბუდეები. შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა – II სართულის დონეზე, მიწიდან 3,6 მეტრის სიმაღლეზე. წირთხლებში საურდულე ხვრელებია. შესასვლელი გადახურულია ნახევარწრიული თაღით. I სართულის კედლები ყრუა, II სართულის ჩრდილოეთ კედელში ერთი სათოფურია, დასავლეთისაში – ორი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]