ბეშუმის ნაქალაქარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბეშუმის ნაქალაქარიარქეოლოგიური ძეგლი ხულოს მუნიციპალიტეტის კურორტ ბეშუმის სიახლოვეს, ჩრდილო-­აღმოსავლეთით მიმდებარე წიწვოვანი ტყის მასივში. ამ ადგილს მოსახლეობა ნაქალაქარს უწოდებს. კომპლექსი ერთ სწორ ხაზზე განლაგებულ ოთხ შემაღლებულ გორაკად არის წარმოდგენილი. ისინი ერთმანეთისაგან დაშორებული არიან 100­-150 მეტრით.

ამათ ერთი საერთო ქვაყრილიანი გზა აკავშირებს. ერთ­-ერთი ბორცვის ქვის ნაგებობათა განლაგების საერთო დიამეტრი 50 მ­ შეადგენს, ხოლო ბორცვის შემაღლება 5 მეტრამდეა. ქვის ნაგებობანი ამ შემაღლებათა ირგვლივ არის განლაგებული ისე, რომ ცალკეული სათავსის უკანა კედელი მთლიანად დედაქანში ზის. გვერდითი კედლები სანახევროდაა მოთავსებული დედაქანში. წინა კედელში ჩვეულებრივ დატანებულია სარკმლები და კარი.

შენობები ნახევრად მიწურია. ზოგჯერ ისინი ერთსათავსოიანი ნაგებობებია და ბორცვზე სხვადასხვა დონეზე არიან განლაგებული ისე, რომ ზოგიერთი სათავსოს ბანი ზემოთ განლაგებული სათავსოს ეზოდ წარმოიდგინება. შენობები ნაგებია მაგარი ჯიშის მასიური ქვებით, რომლებიც ზოგჯერ მთლიანად ან ნაწილობრივ არიან დამუშავებული. ნაგებობათა მშრალი წყობა თითქმის თარაზულია, მაგრამ ეს პრინციპი ყოველთვის არ არის დაცული. სათავსოები უმეტესწილად მართკუთხედის ან კვადრატული ფორმისაა.

შენობათა გადახურვა უმთავრესად ბანური უნდა ყოფილიყო.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მამულაძე შ., კახიძე ა., აჭარის არქეოლოგიური ძეგლები, თბ. 2016, გვ., 81-82

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 26514