ბერნარდო (იტალია)

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ბერნარდო (იტალ. Bernardo) (797 - 17 აპრილი 818) იტალიის მეფე 813 - 818 წლებში. პიპინოს ვაჟი.

როდესაც 817 წელს, ბერნარდოს ბიძამ, იმპერატორმა ლუი I-მა, თავის თანამმართველად და მემკვიდრედ თავისი ვაჟი ლოტარი აღიარა, ბერნარდო აღშფოთდა და დაიწყო ომისთვის მზადება. მაგრამ მან ვერ შეძლო ფრანკებთან ომისთვის საკმარისი ძალების შეკრება. 818 წელს ბერნარდო, უსაფრთხოების გარანტიების მიღების შემდეგ, მეგობრებთან ერთად, გაემგზავრა იმპერატორთან შალონში. ლუიმ თავის ვასალებს უბრძანა ძმის შვილის გასამართლება. მათ ბერნარდო მეამბოხედ გამოაცხადეს და სიკვდილი მიუსაჯეს. ლუიმ ვერ გაბედა ამ განაჩეის დამტკიცება, მაგრამ დათანხმდა ბერნარდოს დაბრმავებაზე. დაბრმავების შემდეგ ბერნარდო ორ დღეში მოკვდა.



  • Рыжов, K. (1999). Энциклопедия - Все монархи мира - Западная Европа. Вече, Москва. ISBN 5-7838-0374-X