ბერისაყდრების ეკლესია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბერისაყდრების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ ყვიბისის აღმოსავლეთით 4 კილომეტრზე. განეკუთვნება განვითარებულ შუა საუკუნეებს. მის მშენებლობას ბორჯომის ხეობაში გრიგოლ ხანძთელის მოწაფეების თეოდორესა და ქრისტეფორეს მოღვაწეობას უკავშირებენ და შესაბამისად მისი აგების თარიღად, IX-X საუკუნეებს მიიჩნევენ.

ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით, ეკლესია წმინდა გიორგის სახელობის ყოფილა. ეკლესია დანგრეულია, შემორჩენილია მხოლოდ მთავარი ნავის ჩრდილოეთ კედლის ფრაგმენტი, კამარის ძალზედ მცირე ნაწილი და აფსიდი. ჩრდილოეთის კედელზე შემორჩენილია ორი სამ საფეხურიანი პილასტრი კაპიტელებით, ხოლო მესამე პილასტრი შემორჩენილია ნაწილობრივ. ეკლესიის სამხრეთისა და დასავლეთის კედლები მთლიანად დანგრეულია. ეკლესიაში დევს სავარაუდოდ კანკელის ორი ფილა. ერთ-ერთზე ბოლნური ჯვრებია ამოკვეთილი. 2003 წლის ივლისში ჩრდილოეთის კედელთან აღმოაჩინეს სარკოფაგი. შემორჩენილია გალავნის ნაშთი. ეკლესიის ირგვლივ, მინდორში მრავლადაა ნაგებობები, სავარაუდოდ ბერების კელიებისა და სხვადასხვა სამეურნეო ნაგებობათა ნაშთები. 2010 წლიდან ბერისსაყდრების მონასტერში აღსდგა სამონასტრო ცხოვრება, აშენდა ათანასე ათონელის სახელობის ეკლესია და მის საფუძველზე დაფუძნდა მამათა მონასტერი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ბერძენიშვილი დ., "ნარკვევები საქართველოს ისტორიული გეოგრაფიიდან. ზემო ქართლი – თორი, ჯავახეთი", თბ., 1985
  • გელაშვილი ბ., ტაძარი გვქონდეს მლოცველები გამოჩნდებიან, გაზეთი "ახალი ეპოქა", 2003 წელი, 26 სექტემბერი, #38
  • გელაშვილი ბ., ცოტა რა ყვიბისის წარსულიდან, გაზეთი "რეპორტი-2", ბორჯომი, 2007 წელი, 18 სექტემბერი, #53
  • გელაშვილი ბ., თორის ხეობის თავდაცვითი ნაგებობები ისტორიისათვის, ახალაციხის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი, გულანი, # 10, ახალციხე 2011 წელი
  • გელაშვილი ბ., ბორჯომის ხეობა XI-XIII საუკუნეებში, თბ., 2013
  • გოილაძე ვ., ჩვენი მხარისა და სოფელ ყვიბისის წარსულიდან, ჟურნალი "თორი", ბორჯომი 2008 წელი, #3.


რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 12138