ბელვედერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბელვედერი (იტალ., belvedere, სიტყვასიტყვით — მშვენიერი ხედი).

  • შენობის დამაგვირგვინებელი, გეგმით მრგვალი ან ოვალური კოშკური, დანაშენი, რომელიც გადახურულია სვეტებზე დაყრდნობილი გუმბათით; შემაღლებულ ადგილზე დადგმული მცირე ზომის საპარკო ნაგებობა, საიდანაც იშლება შორეული ხედი.
  • ლამაზ ადგილას აგებული ზოგიერთი სასახლის სახელწოდება. მაგ., პაპის საზაფხულო რეზიდენცია ვატიკანში (XV—XVI სს.), სასახლეები პრაღაში (1536—1560, არქიტექტორი ჯ. სპაციო და სხვები), ვენაში (1714—1724, არქიტექტორი ლ. ჰილდებრანდტი), ვარშავაში (1818—1822, არქიტ. ი. კუბიცკი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]