ბელა მირიანაშვილის ქუჩა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბელა მირიანაშვილის ქუჩა
საერთო ინფორმაცია
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ქალაქი თბილისის დროშა თბილისი
რაიონი ჩუღურეთის რაიონი
უბანი სვანეთისუბანი
წინა სახელები ლამის II ქუჩა, ლამის ქუჩა

ბელა მირიანაშვილის ქუჩა — ქუჩა თბილისში, ჩუღურეთის რაიონში (სვანეთისუბანი); ლამის ქუჩიდან დავით ბერიაშვილის ქუჩამდე. წარმოიქმნა XX საუკუნის დასაწყისში. თბილისის 1934 წლის გეგმაზე დატანილია როგორც ლამის II ქუჩა.[1] შემდგომში ლამის ქუჩის ნაწილი იყო. 2019 წელს ლამის ქუჩის ამ მონაკვეთს ბელა მირიანაშვილის სახელი ეწოდა.[2]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ენციკლოპედია „თბილისი. ქუჩები, გამზირები, მოედნები“, თბ., 2008. — გვ. 104, ISBN 978-99928-20-35-3.
  2. ქალაქ თბილისში, ჩუღურეთის რაიონში, ლამის ქუჩის მონაკვეთისთვის მსახიობ ბელა მირიანაშვილის სახელის მინიჭების შესახებ. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო (23 ივლისი, 2019). ციტირების თარიღი: 29 იანვარი, 2024