ბელაქნის მაზრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბელაქნის მაზრა (რუს. Белоканский уезд; 1841-1842) — რუსეთის იმპერიის ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული. ადმინისტრაციული ცენტრი — ზაქათალა.

1841 წლის 1 იანვრიდან, 1840 წლის 10 (22) აპრილის უმაღლესი დადგენილებით, ჭარ-ბელაქნის ოლქსა და ელისუს სასულთნოსთან ერთად გარდაიქმნა ბელაქნის მაზრად და გაერთიანდა ახლადშექმნილ საქართველო-იმერეთის გუბერნიაში[1].

1842 წელს ბელაქნის მაზრა გამოყოფილ იქნა გუბერნიიდან და მის ბაზაზე შეიქმნა ბელაქნის ოკრუგი, ხოლო 1844 წლის აპრილში ბელაქნის ოკრუგი გამოეყო საქართველო-იმერეთის გუბერნიას და დაექვემდებარა უშუალოდ ჭარ-ბელაქნის სამხედრო მეთაურს[2]. 1860 წლის 20 აპრილს ჭარ-ბელაქნის ოკრუგი გარდაიქმნა ზაქათალის ოკრუგად და დაექვემდებარა ზემო დაღესტნის მეთაურს[3], ხოლო 18 ივლისიდან კი სამოქალაქო ნაწილში კავკასიის მეფისნაცვალს დაექვემდებარა, სამხედროში — კვლავ დაღესტნის მეთაურს[4].

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XV, указ 13368, ст. 237
  2. «Сборник материалов для описания Тифлисской губернии», Тифлис, 1870, сс. 49-50
  3. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXV, указ 35710, ст. 431
  4. Полное собрание законов Российской империи, собрание 2-ое (1825-1881), т. XXXV, указ 36026, ст. 917