ბაქოს ბავშვთა თეატრი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბაქოს საბავშვო თეატრი — არის ახალგაზრდა მაყურებლის თეატრი ყარაჩუშურში, აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქო. თეატრი დაარსდა 2001 წელს. მონაწილეობს ეროვნულ და საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალებში, თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მასპინძლობს სპეციალური საჭიროების ბავშვების თეატრალურ სტუდიას.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს ბავშვთა თეატრი 2001 წელს ბაქოს ქალაქის აღმასრულებელი ხელისუფლების №260-ე ბრძანებით და ბაქოს ქალაქის კულტურისა და ტურიზმის დეპარტამენტის №32-ე ბრძანებულებით დაარსდა. ინტიგამ სულთანი თეატრის დირექტორია 2002 წლის 1 მაისიდან [1].

თითქმის 70 ბავშვი მუშაობს და ქმნის სპექტაკლებს აღნიშნულ თეატრში. სპეციალური საჭიროების ბავშვების თეატრალური სტუდია დაარსდა 2009 წლის ნოემბერში. [1] სტუდია მონაწილეობდა აზერბაიჯანში შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა და ახალგაზრდობის თანამედროვე სპექტაკლების მე-4 ეროვნულ ფესტივალზე და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მეორე საერთაშორისო ახალგაზრდულ ფესტივალზე მოსკოვში და მათ მიენიჭათ დიპლომები.

ბაქოს ბავშვთა თეატრი მუშაობდა ზღვისპირა ეროვნული პარკის შენობაში 2008 წლის 23 მაისამდე. 2008 წლის 24 მაისიდან 2013 წლის 31 მარტამდე თეატრი განთავსდა სარაბსკის სახელობის კულტურის სახლში. 2013 წლიდან ბაქოს ბავშვთა თეატრი ფუნქციონირებს ქარაჩუხურის დასახლებაში, აბასოვის სახელობის კულტურის სახლში.

ფესტივალები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ბაქოს ბავშვთა თეატრმა მონაწილეობა მიიღო ფაჯრის 34-ე საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალში, რომელიც ჩატარდა 2016 წლის 21 იანვრიდან - 1 თებერვლამდე ირანში [2]. [[თურქეთი|თურქეთში] სინოპის თეატრალურ ფესტივალზე ჯგუფმა შეასრულა სპექტაკლი „ქანდაკება“ [3].

ბაქოს ბავშვთა თეატრმა მოაწყო ეროვნული და საერთაშორისო ფესტივალები, მათ შორის „ჩვენი თეატრის“ ფესტივალი აზერბაიჯანის თეატრის მუშაკთა კავშირთან და თურქეთის ხალხთა თეატრის თურქ შემსრულებლებთან ერთად [4][5][6].

ბაქოს ბავშვთა თეატრი ასევე თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან, როგორიცაა წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტი და ევროსაბჭოს ოფისთან.

დღემდე, თეატრმა შექმნა 100-მდე თაეტრალური-მხატვრული წარმოდგენა. ერთ-ერთი გამორჩეული სპექტაკლია „ჰუმაის ოცნება“, რომელიც დაფუძნებულია ელჩინ აფანდიევის შემოქმედებაზე, განკუთვნილია არის 3-7 წლის ბავშვებისთვის.

აღნიშნული სპექტაკლი ეხება, ბავშვის ცხოვრებას, რომელიც მუდამ ცუდად იქცევა თავის სათამაშოებთან, ჰუმეი ხედავს სათამაშოებს თავის ოცნებაში. ისინი მასთან არ თამაშობენ, სჯიან. ჯადოსნურ სამყაროში აღორძინებული სათამაშოები მოუწოდებენ დაეხმარონ ამ ჯადოსნური სამყაროს ბრძანებელს. მიუხედავად იმისა, რომ ისინი ცდილობენ დააწყნარონ ის, სათამაშოები აპროტესტებენ. ჰუმა ჰპირდება, რომ არ დააზარალებს მის სათამაშოებს. წარმოდგენა დაახლოებით 45 წუთს გრძელდება.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]