ბასენჯი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბასენჯი
წარმოშობის ქვეყანა ცენტრალური აფრიკა
თვისებები
წონა მამრი 11-13 კგ.
მდედრი 9-11 კგ.
სიმაღლე მამრი 43-46 სმ.
მდედრი 41043 სმ.
ბეწვი შავი-წითური,შავი-ნაცრისფრით,შავი
სიცოცხლის
ხანგრძლივობა
12 წელი
ძაღლი (Canis lupus familiaris)

ბასენჯი (ინგლ. Basenji) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია ცენტრალურ აფრიკაში უძველეს ხანაში.

მიუხედავად იმისა, რომ ბასენჯის ზუსტი წარმომავლობა უცნობია, მისი მსგავსი ძაღლის გამოსახულებები ნაპოვნია IV დინასტიის დროინდელ ეგვიპტურ სამარხებში. დღევანდელი ბესენჯები, არიან 1930-იან წლებში ზაირიდან ჩამოყვანილი ძაღლების შთამომავლები. ეს მშვიდი, დახვეწილი ძაღლი თბილი კლიმატის მქონე კონტინენტის აბორიგენია. მისი ჟღალისფერი ბალანი უზრუნველყოფს კარგ კონსიპირაციას გარემოსთან, ხოლო თეთრი ლაები სხეულზე და მოკლე ბალანი საშუალებას აძევს ადვილად გადაიტანოს სიცხე. ეს ფაქტორები, ასევე ის, რომ ნადირის დევნისას ბესენჯი არასდროს ყეფს, განაპირობებს მის მაღალეფექტურობას ნადირობისას. ყეფის ნაცვლად ბესენჯი უცნაურად ყმუის.

ბასენჯის ბალნის შეფერილობა შეიძლება იყოს შავი-თეთრით, ჟღალი-თეთრით, შავი, ვეფხვისებრი. თავზე აქვს ნაოჭები, რაც გაკვირვებულ გამომეტყველებას აძლევს, მკერდი ზომიერად ღრმა და ფართოა, კისერი საკმაოდ გრძელი და დაკუნთულია, კუდი ზურგისკენაა დახვეული, მუქ-ყავისფერ თვალებს გამჭოლი მზერა ახასიათებს. ბასენჯი ადვილად ეგუება ქალაქის პირობებში ცხოვრებას. კარგად ეგუება სიცხეს და ბავშვებს. ძნელად იწვრთნება. ცუდი მოდარაჯეა. ვერ ეგუება სიცივეს.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე: