ბან-პა-ინის სამეფო სასახლე

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჩინური სასახლე
პავილიონი

ბან-პა-ინის სამეფო სასახლე (ტაილ.: พระราชวังบางปะอิน), ასევე ცნობილი როგორც ზაფხულის სასახლე — სასახლის კომპლექსი, რომელსაც ტაილანდის მეფეები საზაფხულო რეზიდენციად იყენებდნენ. სასახლე მდინარე ჩაო ფრაიას სანაპიროზე მდებარეობს პან-პა-ინის რაიონში, აიუთაიას პროვინციაში.

კომპლექსი ააშენა მეფე პრასატ თონმა, თუმცა თითქმის მთელი XVIII-XIX ს. მანძილზე ცარიელი და მიუხედავი იყო. XIX საუკუნის შუა წლებში მეფე მონკუტმა ის აღადგინა. ამჟამად შემორჩენილი შენობების უმეტესობა 1872-89 წლებშია აგებული მეფე ჩულალონკორნის მიერ. კომპლექსი მოიცავს ვრცელ ბაღებს და ველებს, "სამოთხის ნათებას", ჩინური სტილის სამეფო სასახლესა და გვირგვინის ოთახს; ასევე სამეფო რეზიდენციას, სათვალთვალო კოშკს და პავილიონს მცირე ტბის შუაგულში.

კომპლექსი ღიაა ტურისტებისთვის. მეფე ბუმიბოლ ადულიდეი და მისი ოჯახი სასახლეს მხოლოდ ბანკეტებისთვის და სპეციალური ღონისძიებებისთვის იყენებენ.

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე