ბანგლადეშის დროშა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბანგლადეშის დროშა
მიღებულია 17 იანვარი 1972
პროპორცია 3:5
წინა დროშები

დროშის ავტორი ყუამრულ ჰასანი

ბანგლადეშის დროშაბანგლადეშის რესპუბლიკის ოფიციალური სიმბოლო. ამჟამად არსებული დროშა მიღებულია 1972 წლის 17 იანვარს.

დროშა წარმოადგენს მწვანე სივრცეს და მის ცენტრში არსებულ წითელ სფეროს. მისი პროპორციებია 3:5. წითელი წრეწირის რადიუსი დროშის სიგრძის მეხუთედია.

სიმბოლოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მწვანე ფერი განასახიერებს ისლამს, წითელი წრე ამომავალი მზეა და დამოუკიდებლობის სიმბოლოს წარმოადგენს.

ფაქტები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2013 წლის 16 დეკემბერს ბანგლადეშის ცოცხალი დროშა გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში შევიდა[1]. დროშის შექმნაში მონაწილეობდა 27 117 ადამიანი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Rashid, Tania. (2014-01-06) Bangladesh makes world's biggest human flag. CNN.