ბათილამა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ბათილამა, ბათილამის წიგნი (არაბ. - სპარს. ბათილნამე - გაუქმების წიგნი, ხელწერილი), ვალდებულების რაიმე გზით განაღდების საბუთი. კრედიტორი ან ცალკე, საგანგებო ხელწერილად გასცემდა ბათილამას, ან ვალდებულების საბუთსვე წააწერდა. ტერმინი ფართოდ იყო გავრცელებული XVIII საუკუნის საქართველოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფურცელაძე დ., ქსე, ტ. 2, გვ. 147, თბ., 1977