ბავშვთა სახლი (პუშკინი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბავშვთა სახლი
Детский домик
კოორდინატები 59°43′17″N 30°23′21″E / 59.721278° ჩ. გ. 30.389278° ა. გ. / 59.721278; 30.389278
მდებარეობა პუშკინი, რუსეთი
არქიტექტორი ვასილი გორნოსტაევი
თარიღდება 1830
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810445042

ბავშვთა სახლი (რუს. Детский домик) — პავილიონი, მდებარეობს ქალაქ პუშკინში, ალექსანდრეს პარკში. შენობა აშენდა 1830 წელს არქიტექტორ ვ. მ. გორნოსტაევის მიერ.

სახლი აშენდა იმპერატორ ნიკოლოზ I-ის შვილებისთვის. აღნიშნულ სახლს ჰქონდა ერთი მისაღები და ოთხი პატარა ოთახი. იმპერატორის შვილებს ჰქონდათ თავიანთი ოთახები, ისინი მოწყობილი იყო საბავშვო ავეჯით. შენობას გვერდზე მიშენებული ჰქონდა პატარა ხის სამზარეულო. ამ სახლში მოხვედრა შესაძლებელი იყო ნავით, რადგან მდებარეობდა კუნზულზე.

იმპერატორის შვილები აქ აღნიშნავდნენ დღესასწაულებს, თავიანთ მეგობრებთან ერთად.

სახლის წინ იდგა აღმზრდელის ძეგლი, კერძოდ კარლ მერდერის, ხოლო შენობის მარჯვნივ კი პოეტ ვასილი ჟუკოვსკის ძეგლი, სწორედ ის ასწავლიდა ბავშვებს რუსულ ენასა და ლიტერატურას.

თავის ჩანაწერებში ცნობილი თავადის ქალი ოლგა წერს: „მერდერი იყო წარმოსაჩენი პედაგოგი, ყურადღებიანი, პატიოსანი. ბავშვები მას ძალიან უყვარდა. ჟუკოვსკი კი იყო სრულიად განსხვავებული ადამიანი, ის იყო პოეტი, დიდი კაცი, საოცარი სულის მატარებელი“. ბავშვები მერდერის მსგავსად მასაც უყვარდა.

ამ დროისთვის ბავშვთა სახლი დახურულია. ოქტომბრის რევოლუციის შემდეგ პედაგოგების ბიუსტები გაქრა. თუმცა იპოვეს ჟუკოვსკის ბიუსტი, რომელიც დღეს კამერონოვის გალერეაში ინახება, რაც შეეხება მერდერის ბიუსტს ის ჯერაც არაა ნაპოვნი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Семенова Г. В. Царское Село: знакомое и незнакомое. — М.: Центрполиграф, 2009. — 638 с. — ISBN 978-5-9524-4249-8.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]