ბაბლუარა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ბაბლუარა
ბაბლუარა
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Swertia iberica Fisch. ex Boiss

ბაბლუარა (ლათ. Swertia iberica Fisch) — მრავალწლიანი ­ბალახოვანი­ მცენარეა.­ სიმაღლე­-­20­70სმ. ღერო­ სწორია, მსხვილი, ­ფუნჯა ­ბეწვით ­შებუსული, მარტივი­ ან­ ზედა­ ნაწილში­ ოდნავ­ დატოტვილი. ­ფესვთანური და ­ქვედა ფოთლები ­ფართო ელიფსურია ­ან ­კვერცხისებური,­ შევიწროებულია­ ბრტყელ­ ყუნწში. ღეროსეული ფოთლები ლანცეტაა,­ ზედა ­ფოთლები ­დაპატარავებულია. ყვავილედი­ ფარჩხატი საგველაა. ყვავილები ­მოთეთრო-ყვითელია­ ან ­მკრთალი ­ცისფერი­ მუქი ­წინწკლებით. ­ყვ. ნაყ. VII­X. იზრდება სუბალპურ ­და­ ალპურ ­სარტყლებში, ტენიან მდელოებსა ­და ­ფერდობებზე, ­იშვიათად­ – ­კლდეებზესაქართველოში­ გავრცელებულია­ თითქმის­ ყველა რეგიონში. გავრცელების­ საერთო ­არეალი ­მოიცავს ­მთელ კავკასიას, ­მცირე ­აზიას. ­კავკასიის ­ეკორეგიონის­ ენდემია.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]