აჯმერი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
აჯმერი (აჯამერუ) — ქალაქი ინდოეთში, რაჯასტანის შტატში მდებარე აჯმერის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი, რომელიც არავალის მთებითაა გარემოცული.
ბრიტანული ინდოეთის დროს რაიონს ერქვა აჯმერ-მერვარა, რომელიც ინდოეთის დამოუკიდებლობის გამოცხადებისთანავე გადაკეთდა აჯმერის შტატად. 1956 წლის 1 ნოემბერს შტატს დაარქვეს რაჯასტანის შტატი.
მდებარეობა [რედაქტირება]
ქალაქი მდებარეობს არავალიის მთებში ტარაგარხის თხემზე, რომლის ჩრდილოეთით მდებარეობს ანასაგარის ხელოვნური ტბა.
ეკონომიკა [რედაქტირება]
აჯმერი ერთერთი მსხვილი რკინიგზის საკვანძო და სავაჭრო ცენტრია. ქალაქში განლაგებულია ფაბრიკები, რომლებიც აწარმოებენ, საპონს, ტყავს, ფეხსაცმელს, ტრიკოტაჟს და ფარმაცევტულ პროდუქტებსაც კი.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 2, გვ. 112, თბ., 1977 წელი.