ახლისმსგავსი ვარსკვლავი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ახლისმსგავსი ვარსკვლავი HT (ვარსკვლავიერი სიდიდე ~13.4), 2010 წლის 2 ნოემბერი

ახლისმსგავსი ვარსკვლავი, ცვალებადი ვარსკვლავი, რომელიც სპექტრისა და ბრწყინვალების ცვლილების ხასიათით ახალ ვარსკვლავს ემსგავსება, თუმცა მისი ბრწყინვალების ცვლილება უფრო მცირე ამპლიტუდისაა და ხშირად ისე მეორდება, რომ პერიოდსა და ამპლიტუდაში რეგულარული კანონზომიერება არ შეიმჩნევა. ახლისმსგავს ვარსკვლავებს მიაკუთვნებენ ისეთ ვარსკვლავებსაც, რომელთაც ბრწყინვალება უცვლელი აქვთ, მაგრამ ახალი ვარსკვლავების განვითარების რომელიმე ფაზის შესაბამისი სპექტრი ახასიათებთ. ტიპური ახლისმსგავი ვარსკვლავებია მარჩბივის U და ჟირაფის Z ტიპის ვარსკვლავები, რომლებიც დროდადრო (10 დღე-ღამიდან რამდენიმე თვემდე ინტერვალით) 2-5 ვარსკვლავიერი სიდიდით აკაშკაშებენ ხოლმე. გედის P ტიპის ვარსკვლავები, რომელთა ატმოსფერო უწყვეტად ფართოვდება რამდენიმე ასეული კილომეტრის სიჩქარით წამში და ყოველ ასიათას წელიწადში მზის ტოლ მასას კარგავს. ანდრომედეს Z ტიპის ვარსკვლავები, რომლებიც თითქმის განუწყვეტლივ და არაწესიერად იცვლიან ბრწყინვალებასა და სპექტრს. ვარაუდობენ, რომ ახლისმსგავი ვარსკვლავები ფიზიკური ბუნებით ახალ ვარსკვლავებს ემსგავსებიან, მხოლოდ მათ ცვლილებათა ციკლის მასშტაბით ჩამოუვარდებიან.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • ქსე, ტ. 2, გვ. 105, თბ., 1977

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]