ახაშნის ციხისუბნის კოშკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახაშნის ციხისუბნის კოშკი — არქიტექტურული ძეგლი დგას გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ახაშნის დასავლეთით ერთ კილომეტრზე, ციხისუბნად წოდებულ ადგილში. განეკუთვნება გვიან შუა საუკუნეებს.

კოშკი გეგმით არის სწორკუთხა, ნაგები სხვადასხვა ზომის რიყის ქვით. შემორჩენილუა მხოლოდ დასავლეთ კედელი და სამხრეთ კედლის მცირე ნაწილი. ინტერიერი ქვებითაა ამოვსებული. შესასვლელი პირველ სართულზეა, დასავლეთიდან. კარი არის თაღოვანი. კარის თავზე სამი ცალმაგი კვადრატული სათოფურია მოწყობილი, ერთი ცალმაგი სათოფური სამხრეთ კედელშია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]