ახალციხის ეკლესია (ყაზბეგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალციხის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალციხის განაპირას. თარიღდება IX-X საუკუნეებით.

ეკლესია სამნავიანი ბაზილიკა (11,9X12,4 მ) ნაგებია მოზრდილი, ტლანქად დამუშავებული ნატეხი ქვით. შენობა რამდენჯერმეა გადაკეთებული: ცენტრალური და ჩრდილოეთის კამარები აღდგენილია ხის კამაროვანი გადახურვით. ნაწილობრივ შეცვლილია ფასადების საპირე ქვებიც. არ შემორჩენილა ჩრდილოეთისა და დასავლეთის მინაშენები. შესასვლელი ცენტრალური ნავის დასავლეთითაა. გარედან სწორკუთხა კარი შიგნით ნახევარწრიული თაღითაა გადახურული. ნავები ერთმანეთისაგან გამოყოფილია ოთხკუთხა ბოძზე დაყრდნობილი სამი წყვილი თაღით. თაღები ეყრდნობა მარტივი პროფილის კაპიტელებს. შუა ნავი დანარჩენზე განიერია და მთავრდება ნახევარწრიული აფსიდით, რომლშიც ერთი თაღოვანი სარკმელია. აფსიდის სამხრეთით და ჩრდილოეთით სადიაკვნე და სამკვეთლოა, რომლებიც კარით შესაბამის გვერდით ნავებს უკავშირდება. ორივე სათავსოს აღმოსავლეთ კედელში თითო თაღოვანი სარკმელია.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 523