ახალსოფლის განძი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ახალსოფლის განძი, 55 კოლხური თეთრისაგან შემდგარი უნიკალური განძი. აღმოჩენილია 1913 წელს სოფელ ახალსოფელთან (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). ჩვენამდე მოღწეული ერთადერთი განძია, რომელშიც კოლხური თეთრის (ძვ. წ. VI-IV სს.) სხვადასხვა ნომინალებია თავმოყრილი და ამდენად განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კოლხური თეთრის გენეზისის გარკვევისა და დათარიღებისათვის. ახალსოფლის განძი შეიცავს აგრეთვე კოლხური ნახევარდრაქმის ახალ ტიპს (წონა 2,21-2,61 გ), რომლის შუბლზე გამოსახულია ლომის თავი პროფილში, ხოლო ზურგზე - ძუ ლომის პროტომა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • დუნდუა გ., ქსე, ტ. 2, გვ. 95-96, თბ., 1977