აჩაბეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აჩაბეთი[1] — ძველი სოფელი და ციხე მდ. ლიახვის მარჯვენა ნაპირზე (ახლანდელი სოფლები ზემო აჩაბეთი და ქვემო აჩაბეთი ქურთის მუნიციპალიტეტში). ქართული წყაროების მიხედვით, გვიანდელი ფეოდალურ ხანაში აქ იყო „სასახლე და ციხე მეფეთა“. ადრინდელ ფეოდალურ ხანაში აჩაბეთი მთელ ხევსაც რქმევია. VII საუკუნეში სომხეთის გეოგრაფია ქართლის სხვა ოლქებს შორის ასახელებს ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ ერთეულს — „აჩაბეთის ხევს“.

1744 წელს ერეკლე ბატონიშვილმა (შემდეგში ერეკლე II) აჩაბეთთან დაამარცხა გივი ამილახვარი და მისი დამხმარე ოსმალთა ჯარი. აჩაბეთს უკავშირებენ ანჩაბაძეთა საგვარეულოს, რომელთა ადგილსამყოფელსაც აღნიშნავდა „აჩაბეთი“. ამ უკანასკნელისაგან მოგვიანებით წარმოდგა ახალი ფეოდალური საგვარეულო სახელი „მაჩაბელი“.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]