აღაიანის სამარხი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

აღაიანის სამარხი — გვიანბრინჯაო-ადრერკინის ხანის სამარხი, რომელიც აღმოჩნდა მიწის სამუშაოების დროს კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანის ტერიტორიაზე 1961 წელს. სამუშაოების დროს სამარხი დაზიანდა, მის მიმდებარედ აკრეფილი მასალა შეისწავლა მალხაზ ბარამიძემ და ძვ.წ. XII ს. II ნახევრით დაათარიღა. აღაიანის კომპლექსში შედის მოშავო-მონაცრისფროდ გამომწვარი თიხის ჭურჭელი და ბრინჯაოს ნივთები, მათ შორის, ბოლომომრგვალებული მახვილი. კოლექციის ნაწილი დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში, ნაწილი კი — კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • მალხაზ ბარამიძე. შიდა ქართლის მატერიალური კულტურის ისტორიიდან, მსკა, VI, თბილისი, 1974 წ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აღაიანის სამარხი[მკვდარი ბმული]. საქართველოს არქეოლოგიური ძეგლების ორენოვანი (ქართულ-ინგლისური) ელექტრონული ენციკლოპედია (ძვ.წ. III-I ათასწლეულები). ნანახია 31 იანვარი, 2020.