აუსბაუ-პარადიგმა

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

აუსბაუ-პარადიგმა, ენათმეცნიერებაში ენის ფორმა, რომლის დროსაც ენა საკმაოდ განვითარებულია საიმისოდ, რომ კომუნიკაციური მიზნებისთვის გამოდგეს. აუსბაუ-პარადიგმასთან გვაქვს საქმე, როდესაც ენა გრამატიკის, ორთოგრაფიისა და ლექსიკის თვალსაზრისით მეტნაკლებად ნორმალიზებულია.

ხსენებულ ცნებას სახელი აუსბაუ-პარადიგმა გერმანელი სოციოლინგვისტის ჰაინც კლოსის (Heinz Kloss) მიხედვით დაუმკვიდრდა, თუმცა საკუთრივ გერმანულ ენათმეცნიერებაში უფრო შემდეგი სახელებით Ausbausprache, Abstandsprache, ან Dachsprache არის ცნობილი.

ენის სტანდარტულ ენად, ან სალიტერატურო ენად ჩამოყალიბებისათვის საჭიროა გარკვეული დრო და ეს ენად ჩამოყალიბების პროცესი სხვადასხვა დროსა და სივრცეში შეიძლება სხვადასხვაგვარად მიმდინარეობდეს.

ძირითადად ენის შენების (Ausbau einer Sprache) პროცესი სიტყვის მარაგის განვრცობასთანაა დაკავშირებული. სანამ ენა ჯერ კიდევ ჩამოყალიბების პროცესში იმყოფება ძნელია განსაზღვრა სტანდარტიზებულია თუ არა იგი.

შესაძლებელია პირუკუ პროცესიც. თუკი რომელიმე ენას სახელმწიფო მზრუნველობის ნაკლებობის პირობებში მოუწევს არსებობა, ის შეიძლება დაქვეითდეს ენიდან დიალექტამდე. მსგავსი პროცესი შედგა ინდოეთში, როდესაც ახალი ინდური ენები ჰინდის ხელახალი ექსპანსიის შედეგად ისევ ამ ენის (ჰინდის) დიალექტებად გადაიქცნენ. ასეთი ენები არის მაგალითად რაჯასტანი (Rajasthani), ბიჰარი (Bihari).

აგრეთვე ჟესტების ენებმა განიცადეს აუსბაუ-პარადიგმა, თუმცა უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ჟესტების ენათა დამწერლობის საქმე ჯერ კიდევ არ არის ჯეროვნად განვითარებული და ამდენად შეუძლებულია ჟესტების ენათა ორთოგრაფიისა თუ სხვა წესების მოლოდინი, მაგრამ რაც შეეხება სიტყვათა მარაგსა და გრამატიკას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Helmut Glück (გამომც.), unter Mitarbeit von Friederike Schmöe: Metzler Lexikon Sprache. Dritte, neubearbeitete Auflage. Metzler, Stuttgart/ Weimar 2005. ISBN 978-3-476-02056-7
  • Harald Haarmann: Abstandsprache - Ausbausprache. In: Ulrich Ammon, Norbert Dittmar, Klaus J. Mattheier & Peter Trudgill: Soziolinguistik. Ein internationales Handbuch zur Wissenschaft von Sprache und Gesellschaft, Band 1. de Gruyter, Berlin/ New York 2004 (2. Auflage), S. 238 ff.
  • Heinz Kloss: Die Entwicklung neuer germanischer Kultursprachen seit 1800. 2., erweiterte Auflage. Schwann, Düsseldorf 1978. 3-590-15637-6
  • Heinrich Löffler: Germanistische Soziolinguistik. Erich Schmidt Verlag, Berlin 1985. S. 63-65. ISBN 3-503-02231-7