ატალეა

ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Attalea crassispatha

ატალეა (Attalea), პალმების გვარი. უმეტესად მარალი ღერო და დიდი ზომის ფრთისებრი ფოთლები აქვს. შეიცავს 30-მდე სახეობას. გვხვდება ტროპიკულ ამერიკაში. ბრაზილიური ატალეის (Attalea funifera) ფოთლის ხალთიდან იღებენ უხეშ მუქ ბოჭკოებს (პიასავა), რადგანაც ამზადებენ ჯაგრისებს, იატაკის საფენებს, კანაფსა და თოკს. ზოგიერთი ატალეის მკვრივი თესლი იხმარება სახარატო ნაკეთობათა დასამზადებლად. Attalea cohune-ს თესლისაგან ამზადებენ ზეთს. ატალეის ზოგი სახეობა დეკორატიულია და სათბურებში მოჰყავთ.

[რედაქტირება] ლიტერატურა

  • ქსე, ტ. 1, გვ. 664, თბ., 1975

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
მონაწილეობა
დაბეჭდვა/ექსპორტი
ინსტრუმენტები
სხვა ენებზე