ასპინძის მეჩეთი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ასპინძის მეჩეთი — ნაგებია ნაწილობრივ და სუფთად დამუშავებული ტუფის და ბაზალტის ქვით. შესასვლელი დასავლეთის მხრიდან აქვს. კარი სწორკუთხაა. მის ორივე მხარეს თითო მშვილდივით მოხრილთაღიანი სარკმელია გაჭრილი. ასეთივე ორი სარკმელია სამხრეთ კედელში მიჰრაბის ორივე მხარეს. მიჰრაბი სადად მოჩარჩოებულია, ხოლო თაღი ფარფლისებურადაა გაფორმებული. მეჩეთი დაზიანებული და უფუნქციოა. არ აქვს გადახურვა, კედლები სხვადასახვა სიმაღლეზეა შემორჩენილი. ინტერიერი და პერიმეტრი ნაშალითაა დაფარული.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • საქართველოს გერბი კულტურული მემკვიდრეობის პორტალი, № 38213