ასათიანები
ასათიანები — ქართული გვარი. საქართველოში ცხოვრობს 3309 ასათიანი.[1] ასათიანები იყვნენ აზნაურები. გვარი გავრცელებულია ცაიშში, მარანში, ნოსირში, კირცხში, ჭითაწყარში, სერგიეთში, სეფიეთში, გაუწყინარში, თხმელარში, ქვიშანჭალაში, მუხურჩასა და ვედიდკარში.