არხანგელსკოე

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Arkhangelskoe Estate Aug2012 buildings 03.jpg

არხანგელსკოე — XVIII-XIX საუკუნეების რუსული საკარმიდამო ანსამბლი მოსკოვიდან 20 კმ-ზე. 1703-1810 წლებში არხანგელსკოე თავად გოლიცინების საკუთრება იყო, 1810-1917 - თავად იუსუპოვებისა. ამჟამად მუზეუმია. კლასიციზმის სტილით ნაგებ ანსამბლში (1813-იდან მშენებლობაში მონაწილეობდნენ: არქიტექტორები ო. ბოვე, ე. ტიურინი, ს. მელნიკოვი და სხვა) შედის სვეტებიანი სასახლე (1780, შევალიე დე გერნის პროექტი), პარკი ქანდაკებებით, შადრევნებითა და საპარკო ნაგებობებით, თეატრი, შემონახულია ძვ. დეკორაციები, ავეჯი, კერამიკა, აგრეთვე მდიდარი ბიბლიოთეკა, სურათები (ვან დეიკის, ტიეპოლოს, ბუშესა და სხვა ტილოები), ანტიკური ქანდაკების ორიგინალები, ფალკონესა და ე. ბუშარდონის ქანდაკებები და სხვა.

არხანგელსკოეს ანსამბლში შედის აგრეთვე მიქელ მთავარანგელოზის ეკლესია (1646) და ორანჟერეების ადგილას აშენებული ორი სანატორიუმი (1934 - 1937, სამხედრო ინჟინერი ვ. აპიშკოვი. 1965 არხანგელსკოეში ჩატარდა სარესტავრაციო სამუშაოები.

ლიტერატურა[რედაქტირება]