არქეოლოგიური ძეგლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

არქეოლოგიური ძეგლიადამიანის მიერ შექმნილი ნივთიერი კულტურის ძეგლები, რომლებიც არქეოლოგიური კვლევების საგანს წარმოადგენენ. არქეოლოგიურ ძეგლს განეკუთვნება ყველაფერი, რასაც ადამიანის არსებობისა და მოქმედების კვალი ატყვია. ასე მაგალითად, ნასახლარები, ნასოფლარები, ნაქალაქარები, თავდაცვითი, საკულტო და სამეურნეო ნაგებობათა ნანგრევები, გზები, ხიდები, აბანოები, სარწყავი სისტემები, წყალსადენები და სხვა ჰიდროტექნიკური ნაგებობანი, სამთო გამუნაშევარი, სამარხები, საბრძოლო და სამეურნეო იარაღ-საჭურველი, საყოფაცხოვრებო ნივთები, ჭურჭელი, ტანსაცემლი, სამკაული, ხელოვნების ძეგლები, წარწერები, ადამიანის საოჯახო და სამეურენო-სამრეწველო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები (ძლები, ნივთების ნატეხები, წუნდებული ხელოსნური ნაწარმი, წიდები და ა. შ.) და სხვა. არქეოლოგიური ძეგლები შესაძლოა მიწის ზემოთაც აღმოჩნდეს, მაგრამ უპირატესად ისინი მიწითაა დაფარული და მათ გამოსავლენად საჭიროა არქეოლოგიური გათხრების ჩატარება. არსებობს ასევე წყალქვეშმოქცეული არქეოლოგიური ძეგლებიც, რომლებიც დროთა განმავლობაში წყლით დაფარული ზღვისპირა ნაგებობების ნანგრევები, დაღუპული ხომალდის ნაშთები და სხვა.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]