არტურო კრუსი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

არტურო ხოსე კრუს პორასი (ესპ. Arturo José Cruz Porras; დ. 1923) ნიკარაგუელი ბანკირი და საქმოსანი. ასევე აქტიურად იყო ჩართული პოლიტიკაში.

სომოსას მოწინააღმდეგე[რედაქტირება]

კრუსი გაიზარდა ნიკარაგუის ქალაქ ხინოტეპეში. მამამისს სძულდა ანასტასიო სომოსა გარსია, მიუხედავად იმისა, რომ მათი ოჯახი ტრადიციულად ლიბერალების მომხრეები იყვნენ. არტურომ 1944 წელს დაამთავრა სამხედრო აკადემია. ამის შემდეგ იგი წავა შეერთებულ შტატებში და განათლებას იღებს ჯორჯთაუნის უნივერსიტეტში. 1947 წელს მონაწილეობას მიიღებს სომოსას მთავრობის დამხობის მცდელობაში, რის გამოც ოთხი თვით დააპატიმრებენ. 1954 წლის აპრილის აჯანყებას შეუერთდება, რომელსაც ხელმძღვანებლობდნენ მისი სიძე- ადოლფო ბაეს ბონე და პედრო ხოაკინ ჩამორო კარდენალი. ამის გამო ერთი წლით დააპატიმრებენ, მაშინ, როცა ადოლფო ბაესს სიკვდილით დასჯიან. როგორღაც მისმა ცოლმა დაარწმუნა არტურო არ შეერთებოდა ედმუნდოსა და ფერნანდო ჩამოროს 1960 წლის აჯანყებას, რომელმაც იერიში მიიტანა ხინოტეპეს ყაზარმებზე. იგი ორი ათეული წლის განმავლობაში კრუსი არ ჩარეულა აჯნყებებში.

1969 წელს მუშაობას იწყებს ამერიკათშორისი განვითარების ბანკში. იგი ხდება "ჯგუფ თორმეტის" წევრი, რომელიც უპირისპირდებოდა ანასტასიო სომოსა გარსიას დიქტატურას, სანდინისტების სასარგებლოდ. მას შემდეგ, რაც სანდინისტებმა გამოაცხადეს სახალხო ფრონტი, მოსახლეობა დარწმუნდა, რომ ეს დაპირისპირება გადაიზრდებოდა სამოქალაქო ომში, რაც მოხდა კიდეც 1979 წელს.

სანდინისტების მოწინააღმდეგე[რედაქტირება]

სომოსას დიქტატურის დამხობის შემდეგ კრუსი დაინიშნა ნიკარაგუის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტად. როცა არაკომუნისტი წევრები გამოვიდნენ ხუნტიდან, აღმოაჩინეს რა, რომ ნამდვილი ძალაუფლება ჰქონდათ სანდინისტების ეროვნულ-ლიბერალურ ფრონტს, 1980 წლის მაისში არტურო შეუერთდა ეროვნული აღორძინების მთავრობის ხუნტას. ისიც მალე მიხვდა, რომ მას არავითარი გავლენა ჰქონდა ხუნტიდან გამოვიდა და 1981 წლის 4 მარტს ნიკარაგუის ელჩად დაინიშნა შეერთებულ შტატებში.

მას გაუხშირდა დაპირისპირებები სანდინისტებთან და იმავე წლის ნოემბერში ელჩის თანამდებობაც დატოვა. 1982 წლის 15 აპრილს პრესკონფერენციას გააკეთებს სანდინისტების რევოლუციის გმირი ედენ პასტორა, რომელიც ოფიციალურად დაადასტურებს, რომ სანდინისტების პარტიას გამოეყო განხეთქილების გამო. ამ მიმარვის უცნობი ავტორი იყო არტურო კრუსი. პრესკონფერენციის შემდეგ არტუროს შვილი, რომელიც სანდინისტების მხარეს იჭერდა, გაიაზრებს მამამისის ავტორიტეტსა და მნიშვნელობას და პასტორას ბანაკში გადმოვა.

1984 წელს სანდინისტური მთავრობა გამოაცხადებს საპრეზიდენტო არჩევნებს, ოპოზიციური გაერთიანების ყველა პარტიისთვის მისაღები აღმოჩნდა არტურო კრუსის კანდიდატურა საპრეზიდენტო მარათონში მონაწილეობის მისაღებად. არჩევნებში სანდინისტების კანდიდატურა, დანიელ ორტეგა გაიმარჯვებს, არტურო კი ბოიკოტს გამოაცხადებს.

ამის შემდეგ კრუსი კიდევ უფრო ჩაერთო პოლიტიკაში, ესმხრობოდა რა აჯანყებულ კონტრისტებს. იგი იყო ერთ-ერთი მთავარი შემდგენელი 1985 წლის 1 მარტის სან ხოსეს დეკლარაციისა, რომელსაც აჯანყების ლიდერები აწერდნენ ხელს. დეკლარაციის ძალით აჯანყებულთა ძალები გადაიქცა ნიკარაგუის გაერთიანებულ ოპოზიციად ალფონსო რობელოსა და ადოლფო კალეროსთან ერთად.

ლიტერატურა[რედაქტირება]

  • Chamorro, Violeta Barrios de. Dreams of the Heart: The Autobiography of President Violeta Barrios de Chamorro of Nicaragua. Simon & Schuster.
  • Christian, Shirley. Nicaragua: Revolution in the Family. Vintage.
  • Cruz, Arturo Jr. Memoirs of a Counter-Revolutionary: Life With the Contras, the Sandinistas, and the CIA. Doubleday.
  • Kinzer, Stephen. Blood of Brothers: Life and War in Nicaragua. Putnam.