არიანა გრანდე
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
| არიანა გრანდე | |
არიანა გრანდე 2010 წელს |
|
| დაბადების სახელი | არიანა გრანდე |
| დაბადების ადგილი | ბოკა-რატონი, აშშ |
| დაიბადა | 26 ივნისი, 1993 |
| საქმიანობა | მომღერალი მსახიობი მოცეკვავე |
| შემოქმედების წლები | 2008–დღემდე |
არიანა გრანდე-ბუტერა[1][2] (ინგლ. Ariana Joan Butera-Grande; დ. 26 ივნისი, 1993)[3][4] — ამერიკელი მომღერალი, მსახიობი და მოცეკვავე. არიანა გრანდე დაიბადა და გაიზარდა ფლორიდაში.[5] ჰყავს ძმა ფრენკი. პირველი ნაბიჯები კარიერაში გადადგა საბავშვო თეატრში „Little Palm Theatre“. რამდენიმე წლის შემდეგ გამოდიოდა თეატრში „Fort Lauderdale“. 2008 წელს შეასრულა შარლოტას როლი მიუზიკლში „13“, რომლის გამო სკოლა მიატოვა მაგრამ მაინც ირიცხებოდა იქ. შემდგომ ითამაშა მირიამის როლი მიუზიკლში „Cuba Libre“. არიანა დათანხმდა „Broadway in South Africa“ შემოთავაზებას და აფრიკელ ბავშვებს უფასოდ ცეკვა და სიმღერის გაკვეთილები ჩაუტარა. 2010 წელს დათანხმდა როლს სადაც კეტ ვალენტაინის როლს ასრულებს კომედიურ სერიალში „Victorius“, რის გამოც თმა წითლად შეიღება.
რესურსები ინტერნეტში [რედაქტირება]
- ოფიციალური საიტი
- არიანა გრანდე — კინოფილმების ინტერნეტ მონაცემთა ბაზაში (ინგლისური)
- არიანა გრანდე (ინგლისური)
სქოლიო [რედაქტირება]
- ↑ Twitter: Ariana Grande (verified account) (May 5, 2012). ციტატა: „@pridelittlered Ariana Grande-Butera, everyone thinks Joan is my middle name but I don't actually have one! What's your middle name luv?“ წაკითხვის თარიღი: 2012-05-08.
- ↑ Twitter: Ariana Grande (verified account) (February 3, 2012). ციტატა: „Oh my goodness. Look what I just found!.. This is my school ID from 8th grade. LOL. Had 2 share this with you guys.“ წაკითხვის თარიღი: 2012-04-03.
- ↑ Ariana Grande – about. arianagrande.com. დაარქივებულია ორიგინალიდან 2011-07-21-ში. წაკითხვის თარიღი: 2012-03-06.
- ↑ Twitter: Ariana Grande (verified account) (June 26, 2010). ციტატა: „I was born 17 years ago today. Woooop. :)“ წაკითხვის თარიღი: 2010-06-26.
- ↑ Laracy, Noah. "Ariana Grande: A Back Stage Exclusive". Back Stage, May 6, 2010. Retrieved 2010-06-23.