არდონის რაიონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ არდონი.

არდონის რაიონი (ოსურ.Æрыдоны район) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული და მუნიციპალური რაიონი, შემავალი ჩრდილოეთ ოსეთის შემადგენლობაში. მისი ადმინისტრაციული ცენტრი არის ქალაქი არდონი, რომელიც ვლადიკავკაზიდან 39 კილომეტრში მდებარეობს. 2018 წლის მონაცემებით ქალაქის მოსახლეობა 19 412 კაცს შეადგენს.

გეოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არდონის ოლქი მდებარეობს რესპუბლიკის ცენტრალურ ნაწილში, დახრილ დაბლობზე. რაიონის ტერიტორია შეადგენს 377,08 კმ²-ს.

არდონის რაიონს ესაზღვრება: სამხრეთ-აღმოსავლეთით - პრიგოროდნიას, ხოლო სამხრეთით - ალაგირი, დასავლეთით დიგორი, ჩრდილო-დასავლეთით კიროვსკი, აღმოსავლეთში - პრავობერეჟნია.

არდონის რაიონი არის რესპუბლიკის ერთადერთი შიდა რეგიონი, რომელსაც არ აქვს საზღვრები რუსეთის ფედერაციის ან უცხო სახელმწიფოების შემადგენელ პირებთან.

რაიონში შედის არაერთი ცნობილი და მნიშვნელოვანი მდინარე, მათ შორის: არდონი, ფიაგდონი, თერგი და სხვები.

არდონის რაიონის მოსახლეობის 60,88 % ცხოვრობს ადმინისტრაციულ ცენტრში — ქალაქ არდონში.

ეკონომიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აღნიშნულ რაიონში, არის ერთი საავტომობილო, 38 სამრეწველო და 11 სოფლის მეურნეობის საწარმო.

სოფლის მეურნეობა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონში არის ხოხბის მეურნეობა მოწყობილი. ასევე არდონში არის თევზის დიდი სარეწები. ძირითადად არის კასპიის ორაგულისა და კალმახის მეურნეობა. მთელ რაიონში ეწევიან თევზის ხელოვნურ რეპროდუქციას.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონში მოქმედებს: 11 საშუალო სკოლა, 18 სკოლამდელი დაწესებულება, დამატებითი განათლების 2 სკოლა და სრული საშუალო განათლების 3 სპეციალიზებული ინსტიტუტი.

კულტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არდონის რაიონში და მის სოფლებში განთავსებულია: კულტურის სახლი, სალამოვას სახელობის კულტურის სასახლე არდონში, არდონის ისტორიისა და კულტურის მუზეუმი არდონში, არდონის საზოგადოებრივი განათლების მუზეუმი, 2 ეროვნული თეატრი (არდონსა და ხადგარონში), არდონის რაიონის კულტურისა და დასვენების პარკი და კულტურის სახლი (7 სოფელში).

ბიბლიოთეკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რაიონში არის რამდენიმე მნიშვნელოვანი ბიბლიოთეკა, მათ შორის: საგანმანათლებლო ინფორმაციის რესურსების ბიბლიოთეკა, ქალაქის ბიბლიოთეკა, ცენტრალური უბნის ბიბლიოთეკა, რაიონის ბავშვთა ბიბლიოთეკა და სოფლის ბიბლიოთეკა.

რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

არდონში არის, რამდენიმე ხუროთმოძღვრული ძეგლი, მათ შორის: წმინდა გიორგის სახელობის ეკლესია - ქალაქი არდონი. აშენდა XIX საუკუნეში. დიდი ერთსართულიანი სამრეკლოთი. წმინდა პანტელეიმონის სამლოცველო - ქალაქ არდონში და წმინდა მიქაელ მთავარანგელოზის სახელობის ეკლესია, მდებარეობს სოფელ ხადგარონში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]