არგუნი
ვიკიპედიიდან, თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედიიდან
არგუნი, მდინარე რუსეთ-ჩინეთის საზღვარზე. მდინარე შილკასთან შეერთების შემდეგ ქმნის მდინარე ამურს. სიგრძე 1620 კმ, აუზის ფართობი 164 ათ. კმ² . სათავე დიდი ხინგანის მთებში (ჩინეთი). იქ მას ხაილარი ჰქვია. შემდეგ მიედინება ფართო ხეობაში. საზრდოობს ძირითადად წვიმის წყლით. იყინება ნოემბრის ბოლოს. ყინილძვრა — მაისში. მთავარი შენაკადებია: მარჯვენა — გენხე, ნიუერხე, მარცხენა — უროვი, ურიემკანი, გაზიმური. ნაოსნობა არარეგულარულია. არგუნი მდიდარია თევზით.
ლიტერატურა [რედაქტირება]
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 1, გვ. 558, თბ., 1975 წელი.