ანუშ ასლიბეკიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანუშ ასლიბეკიანი
სრული სახელი ანუშ ასლიბეკიან არცრუნი
დაბადების თარიღი 4 მარტი, 1981 წელი
დაბადების ადგილი სევანი
საქმიანობა თეატრის კრიტიკოსი, რომანისტი, დრამატურგი.
ეროვნება სომეხი
მოქალაქეობა სომხეთის რესპუბლიკა
განათლება რევნის სახელმწიფო თეატრისა და ფილმის ინსტიტუტი (2003)
ალმა-მატერი ერევნის სახელმწიფო თეატრისა და კინოს ინსტიტუტი
მეუღლე ვაჰან არცრუნი

ანუშ ასილბეკიანი (სომხურად: Անուշ Ասլիբեկյան, დ. 4 მარტს, 1981 წელს) — სომეხი თეატრის კრიტიკოსი, რომანისტი, დრამატურგი. სომხეთის მწერალთა კავშირის (2012)[1] და ეროვნული თეატრალური შემოქმედებითი კავშირის წევრი. 2018 წელს ასლიბეკიანმა მიიღო დოქტორის ხარისხი ხელოვნებაში. ასლიბეკიანის ნაწარმოებები თარგმნილია პოლონურ, გერმანულ, ბერძნულ და რუსულ ენებზე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანუშ ასლიბეკიანი დაიბადა 1981 წელს სევანში. დაამთავრა ერევნის თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტი, 2003-2006 წლებში ასპირანტურაზე სწავლობდა ამავე ინსტიტუტის თეატრის ისტორიისა და თეორიის კათედრაზე. 2000-2005 წლებში ანუში იყო სამხატვრო ჟურნალის "არვესტი" დამფუძნებელი და უფროსი რედაქტორი, 2008-2009 წლებში - "ჰამაზგაინის" სახელმწიფო თეატრის ლიტერატურის განყოფილების უფროსი, 2008 - 2010 - ტელეწამყვანი, რეპორტიორი, საზოგადოებრივი ტელეკომპანიის არარატის ტელევიზიაში, 2008 წლიდან არის სომხეთის მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის ხელოვნების ინსტიტუტის მკვლევარი, 2006 წლიდან არის ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტის უცხოური თეატრისა და დრამატურგიის ლექტორი.[2] 2019 წლის მაისიდან, ლიტერატურათმცოდნე ანი ფაშაიანთან ერთად, ანუშ ასლიბეკიანი არის ავტორი და აწარმოებს ,,ორი მათგანი ავტორს ეძებს" არხზე ,,ნოეს თაღი", რომელიც ეძღვნება თანამედროვე ლიტერატურასა და ხელოვნებას.

2007-2009 წლებში მონაწილეობდა სამხრეთ კავკასიაში ევროპელი კინემატოგრაფისტების მიერ ორგანიზებულ ტრენინგებში, რომელიც მიზნად ისახავდა სამხრეთ კავკასიაში დამოუკიდებელი კინოპროდუქციის პოპულარიზაციას და განვითარებას. მას აქვს სცენარისტის - კინოსცენარისტის კვალიფიკაცია. 2008-2009 წლებში იყო სომხეთის საზოგადოებრივი ტელევიზიის "არარატის" არხზე "მშაკის" კულტურული ამბების კომენტატორი - ჟურნალისტი. 2009 წელს იგი ეწვია შეერთებულ შტატებს სომხეთში აშშ-ს საელჩოს საერთაშორისო ვიზიტორთა პროგრამის ფარგლებში, მონაწილეობდა ,,კულტურული მედია გაშუქების" ტრენინგებში.

ანუშ ასლიბეკიანი

ფესტივალები და სასცენო წარმოდგენები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

,,მერსედესის" პიესა, შესრულდა ერევნის სახელმწიფო ახალგაზრდულ თეატრში, 2015 წელს.,[3] ერევანში.

ეროვნული თეატრის პრიზი ,,არტავაზდი" საუკეთესო შესრულებისთვის და საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობისთვის, 2016[4]

,,კომიტასი: კურთხევის სინათლე" პიესა, შესრულდა სანქტ-პეტერბურგში -2015 წ

ერევნის სახელმწიფო თოჯინების თეატრის მცირე სცენაზე შესრულებული ,,ეს შენზეა" ფილმი ,,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ჩემი ზღაპარიდან" გადაღებული მოთხრობების მიხედვით.

,,ფრენა ქალაქის თავზე" პიესა, შესრულდა თოჯინების თეატრში -2010, ერევანი, ეროვნული თეატრის პრემია "არტავაზდი" საუკეთესო სცენოგრაფიასა და შესრულებისთვის, 2011

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ერევანის წიგნის ფესტივალი - 2017 წელი.[5]

წლის საუკეთესო მწერალი სომხური ინტერნეტ კონკურსი - 2013 წ

საუკეთესო რედაქტორის პრიზი, სტუდენტური ჟურნალების კონკურსი ,,მედიკუსის დღეები" - 2003 წ

საუკეთესო სადიპლომო ნამუშევარი, ერევნის თეატრისა და კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი - 2003 წ

ერევნის თეატრისა და კინემატოგრაფიის სახელმწიფო ინსტიტუტის საუკეთესო ახალგაზრდა მწერალი - 1999 წ

გამოცემული ნაწარმოებები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

,,კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ზღაპრების წიგნში" მოთხრობების წიგნი და ერთი სპექტაკლი, გამომცემლობა ,,გრაბერი", ერევანი -2009

,,მოირას დღიურიდან" მოთხრობების წიგნი და ერთი პიესა, გამომცემლობა ,,აპოლონი", ერევანი -2014

ათობით გამოცემა რესპუბლიკურ, სამეცნიერო და ლიტერატურულ მედიაში - 1999 წლიდან დღემდე

,,ფრენა ქალაქის თავზე", პიესები, გამომცემლობა "არმავი", 2018 წ.

,,პროფესორი", ნოველა, გამომცემლობა ,,არმავი", 2019 წ.,

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Anush Aslibekyan's biography on the website of Writers Union of Armenia
  2. Anush Aslibekyan: "My sphere of activity includes theater and literature"" დაარქივებული 2017-10-22 საიტზე Wayback Machine. . Hayern Aysor. 2017-05-15. Retrieved 2017-05-20.
  3. Anush Aslibekyan’s play "Mercedes" presented in Cairo
  4. Repatriation has become a taboo topic in the pages of our modern literature, Anush Aslibekyan[მკვდარი ბმული]
  5. "Հայտնի են Գրքի երևանյան փառատոնի ստեղծագործական մրցույթի հաղթողները. մրցանակները հանձնեց Արմեն Ամիրյանը". armenpress.am (in Armenian). Retrieved 2019-03-18.