ანტითეიზმი

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანტითეიზმი (ბერძ. αντι წინააღმდეგ, ბერძ. θεος ღმერთი) — თეიზმის აქტიური მოწინააღმდეგე. ეს ტერმინი სხვადასხვანაირად გამოიყენება: საერო კონტექსტიდან ესაა ოპოზიცია ნებისმიერი ღვთაების რწმენის მიმართ, ხოლო თეისტური კონტექსტიდან — მონოთეისტური ღმერთის და ღმერთების პანთეონისადმი რწმენის უარყოფა. თუ ათეიზმი ნიშნავს ღმერთის, ღმერთების პანთეონისა და ნებისმიერი ზებუნებრივი ძალების მიმართ რწმენის უარყოფას, ანტითეიზმი ნიშნავს თეიზმის აქტიურ უარყოფას, ღმერთებისა და ყველა ზებუნებრივი ძალების არარსებობის მტკიცებას. ანტითეისტები განწყობილი არიან ნებისმიერი თეისტური იდეის საპირისპიროდ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება]