ანდრიასოვის სახლი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ანდრიასოვის სახლი
რუს. Дом Андриасова
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
მასალა აგური
დასრულების თარიღი 1965

ანდრიასოვის სახლი (რუს. Дом Андриасова) — შენობა დონის როსტოვში, რომელშიც ცხოვრობდა რუსი საბჭოთა მწერალი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი მიხელ ანდრეის ძე ანდრიასოვი. ცხრასართულიანი აგურის სახლი აშენებულია 1965 წელს.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი, რომელშიც 1969 წლიდან 1984 წლამდე ცხოვრობდა რუსი საბჭოთა მწერალი, ჟურნალისტი და პუბლიცისტი მიხეილ ანდრეის ძე ანდრიასოვი, მდებარეობს დონის როსტოვში უნივერსიტეტის შესახვევში, სახლი № 53/54․ მრავალსართულიანი სახლი ააგეს 1965 წელს. მწერალი მიხეილ ანდრიასოვი ავტორია არაერთგზის გამოცემული მოთხრობებისა, რომელიც ეძღვნება გუკას მადოიანის გმირულ ბატალიონს „ექვსი დღე“. კერძოდ ეს წიგნებია: „იური ტარასოვის ავტომატი“, „ლეგენდა ოქროს ცხენზე“, „დონისპირეთის ამბავი“, „გაბატონებული სიმაღლე“ და სხვა. იგი გარდაიცვალა დონის როსტოვში 1984 წლის 25 აპრილს 70 წლის ასაკში.

მწერალი ცხოვრობდა № 27 სამოთახიან ბინაში, მეოთხე სართულზე. მისი ბინის ფანჯრები გადიოდა უნივერსიტეტის შესახვევისკენ. ამჟამად შემორჩენილია მწერლის კაბინეტის მემორიალური სახე.

1988 წელს შენობაზე დაკიდეს მემორიალური დაფა წარწერით:

ვიკიციტატა
„ამ სახლში 1969 წლიდან 1984 წლამდე ცხოვრობდა და მუშაობდა მწერალი მიხეილ ანდრეის ძე ანდრიასოვი (1914-1984)“

მოგვიანებით მემორიალურ დაფაზე მიამაგრეს მწერლის ბარელიეფური გამოსახულება.

არქიტექტურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სახლი ცხრა სართულიანია, დგას ცოკოლზე და აქვს ფასადზე აივნები. დაბალ პირველ სართულზე განთავსებულია მაღაზიის ვიტრინები. ნაგებობას აქვს სწორკუთხედის ფორმა. ძირითად გეგმაში ნაგებობას აქვს კიბის ფორმის დაგეგმარება, რომლის გარშემოც განლაგებულია საცხოვრებელი ბინები.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Комсомолец. - 1971. - 7 января.
  • Писатели Дона - Ростов-н/Д, 1986. - С. 46 - 51.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]