ანაფილაქსია

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ანაფილაქსია (ბერძნ. ανα „ანა“ — საწინააღმდეგო, და φύλαξις „ფილაქსის“ — დაცვა) ჰიპერსენსური ალერგიული რეაქცია, რომელიც უვითარდება ადამიანს, ან ძუძუმწოვარს მის ორგანიზმში უცხო ანტიგენ-ალერგენის შეღწევისას. ანაფილაქსია შეიძლება წარმოიშვეს ალერგენის გადაყლაპვის, კანთან შეხების, ინექციისა, ან, იშვიათ შემთხვევაში, ჩასუნთქვის მეშვეობით.

ანაფილაქტიური შოკი არის ანაფილაქსიის ყველაზე დაუნდობელი ფორმა, რომელმაც შეიძლება რამდენიმე წუთში, ან საათში გამოიწვიოს ადამიანის სიკვდილი.

სიმპტომები[რედაქტირება]

ანაფილაქსიის პირველი სიმპტომი არის მკვეთრი ადგილობრივი რეაქცია, ალერგენის ორგანიზმთან შეხების ადგილას ადამიანი განიცდის უჩვეულო მკვეთრ ტკივილს. ნაკბენი, ან ნანემსარი ადგილი სივდება და წითლდება. ქავილი შეხების ადგილიდან მთელ ორგანზმს სწრაფად გადაეცემა. ალერგენის გადაყლაპვის შემთხვევაში პირველი სიმპტომი შეიძლება იყოს მკვეთრი ტკივილი მუცლის არეში, გულისრევა და პირისღებინება, აგრეთე პირის ღრუსა და ხორხის დასიება.

სწრაფად სივდება ხორხი, ავადმყოფს ეწყება ბრონქოსპაზმი და ლარინგოსპაზმი, რაც ართულებს სუნთქვას. შეზღუდული სუნთქვა იწვევს გახშირებულ, ხმაურიან და ხრინწიან სუნთქვას (ასთმური სუნთქვა). ვითარდება ჰიპოქსია. ავადმყოფი მკვეთრად ფერმკრთალდება, ვარდება ართრიტული წნევა. ანაფილაქსიით დაავადებულს შეიძლება გულიც წაუვიდეს.