ანამორი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ანამორი — XI საუკუნის საქართველოს პოლიტიკური მოღვაწე, კლდეკარის ერისთავ ლიპარიტ IV ბაღვაშის მწიგნობართუხუცესი.

დაახლოებით 1060 წ. სულა კალმახის ერისთავის მიერ ლიპარიტის შეპყრობისა და მისი მეფე ბაგრატ IV-ისათვის გადაცემის შემდეგ ანამორმა უარი განაცხადა კლდეკარის ციხესიმაგრე მეფისათვის ჩაებარებინა. „მატიანე ქართლისაჲ“-ს ცნობით, მეფის ბრძანებით კლდეკარის დამცველთა თვალწინ ლიპარიტი და მისი ძე ივანე ძელებზე გაჰკიდეს და „განწირნეს სასიკვდილოდ“. მაშინ ანამორმა ბაღვაშთა სიცოცხლის შენარჩუნების სანაცვლოდ ციხესიმაგრე ბაგრატს გადასცა.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • „ქართლის ცხოვრება“, რ. მეტრეველის რედაქციით, საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია, თბ., 2008: გვ. 288