ამორფული სხეული

თავისუფალი ქართულენოვანი ენციკლოპედია ვიკიპედიიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კრისტალური და ამორფული სხეულების ატომური მესერის შედარება

ამორფული სხეულები — არის მყარი სხეულები, რომელთა ატომარულ მესერს აქვს ახლო წყობა და არ აქვს შორი წყობა, რომელიც დამახასიათებელია კრისტალური სტრუქტურისთვის.

ამორფული სხეულებისათვის დამახასიათებელია თვისებების იზოტროპია და განსაზღრული დნობის ტემპერატურის არ არსებობა: ტემპერატურის მომატებასთან ერთად ამორფული სხეულები თანდათანობით რბილდებიან და მინირების ტემპერატურაზე ზევით (Tg) გადადის თხევად მდგომარეობაში.

სტრუქტურა[რედაქტირება]

კვლევებმა აჩვენეს, რომ სითხეების და ამორფული სხეულების სტრუქტურებს ბევრი საერთო აქვთ. ამორფულ და თხევად სხეულებში შეიმჩნევა ნაწილაკების შეფუთვის (ატომები ან მოლეკულები) ახლო წყობა. ამ მიზეზით ითვლება, რომ ამორფული სხეულები ძალიან სქელი/ბლანტი (გამაგრებული) სითხეებია.

თვისებები[რედაქტირება]

ამორფულ სხეულებზე გარე ზემოქმედებისას აღმოაჩენენ ერთდროულად დრეკად თვისებებს, როგორც კრისტალურ მყარ სხეულებში, და დენადობას, როგორც სითხეებში. ხანმოკლე ზემოქმედებისას (დარტყმები) ისინი იქცევია როგორც მყარი სხეულები და ძლიერი დარტყმისას იმსხვრევიან ნაწილებად. ხოლო ხანგრძლივი ზემოქმედებისას (მაგალითად გაწელვა, გაჭიმვა) ამორფული სხეულები მიედინებიან. ამაში შეიძლება დავრწმუნდეთ თვითონ,თუკიმოთმინებიდ დავაკვირდებით. ელექტრული თვისებების მიხედვით, ჰყოფენ ამორფული ლითონები, ამორფული არალითონები, და ამორფული ნახევარგამტარები. ამორფულ სხეულებს წარმოადგენს ასევე ფისები თუკი მას დავაქუცმაცებთ და მიღებული მასით შევავსებთ ჭურჭელს, მაშინ რამდენომე ხნის შემდეგ ფისი ისევ შეერთდება ერთ მთელ სხეულად და მიიღებს ჭურჭელის ფორმას.


დამატებით[რედაქტირება]

ამორფული ნივთიერებები (ძვ. ბერძნ. ἀ-დან «არა-» და μορφή «სახე, ფორმა») არ ააქვთ კრისტალური სტრუქტურა და კრისტალებისაგან განსხვავებით არ იშლებიან კრისტალური წახნაგების წარმოქმნით, როგორც წესი — იზოტროპიულებია, ანუ არ გააჩნიათ სხვადასხვა თვისებები სხვადასხვა მიმართულებით, არ გააჩნიათ გარკვეული დნობის ტემპერატურა. ამორფულსხეულებს მიეკუთვნებიან მინები (ხელოვნური და ვულკანური), ბუნებრივი და ხელოვნური ფისები, წებოები და სხვა. მინა — ამორფული სხეულის მყარსხეულიანი მდგომარეობაა. ამორფული ნივთიერებები შეიძლება იყვნენ ან მინისმაგვარ მდგომარეობაში (დაბალი ტემპერატურების დროს), ან განადნობის მდგომარეობაში (მაღალი ტემპერატურის დროს). ამორფული ნივთიერებები მინისმაგვარ მდგომარეობაში გადადიან მინირების ტემპერატურაზე უფრო ქვევით ტემპერატურაზე T. ტემპერატურისას რომელიც T-ზე მაღალია, ამორფული ნივთიერებები იქცევიან როგორც განადნობები, ანუ არიან გალღობილ მდგომარეობაში. ამორფული სხეულების სიბლანტე — არის ტემპერატურის უწყვეტი ფუნქციაა: რაც უფრო მეტია ტემპერატურა, მით უფრო ნაკლებია ამორფული ნივთიერების სიბლანტე.