ვულკანური მინა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ვულკანური მინა

ვულკანური მინა — მინისებრი ვულკანური ქანი; აგრეთვე პორფირიტული ქანების ძირითადი მასის მინისებრი მონაკვეთები. წარმოადგენს ლავის სწრაფი გაცივების შედეგად წარმოქმნილ ამორფულ მასას. მისი ქიმიური შედგენილობა გრანიტისას წააგავს (კვარცისა და ტუტე მინდვრის შპატის დამატებით). ასეთი გამდნარი მასალა კრისტალიზაციის გარეშე აღწევს ძალიან დაბალ ტემპერატურას, ხოლო სიბლანტე ძლიერ იზრდება. ნივთიერი შედგენილობისა და სტრუქტურული თავისებურებების შესაბამისად თითქმის მთლიანად ვულკანური მინით აგებულ ეფუზიურ ქანებს განეკუთვნება: ობსიდიანი, პეხშტაინი, პემზა, პერლიტი, ტაქილიტი, სორდავალიტი და ჰიალომელანი. გარდატეხის მაჩვენებელია 1,5. ობსიდიანი ერთგვაროვანი მინოვანი ვულკანური ქანია; პერლიტი მჟავე ვულკანური, ხოლო სორდავალიტი ბაზალტური შედგენილობის ვულკანური მინაა. ქანების ქიმიზმი სხვადასხვაგვარია.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]